0
მენიუ
banner banner
AI IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

IT პროექტების მართვა

IT პროექტების მართვა
ფორმატი

4.5 თვე • 18 შეხვედრა • 42 სთ
თარიღი
9 ოქტომბერი
ხუთშაბათი 20:00 - 22:00
ღირებულება
1500 ₾
განვადებით 47 ₾-დან



IT პროექტების მართვის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები. აღნიშნული კურსი სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მართონ პროექტები და შეძლონ სირთულეებთან გამკლავება.

სასწავლო კურსის შედეგები

IT პროექტების მართვის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და საფუძვლები; 
  • ციფრული პროექტების ინიცირების და განვითარების ეტაპები;
  • ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები;
  • პროექტის მენეჯერის და პროექტში ჩართული სხვადასხვა როლების ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; 
  • Agile-ის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა მეთოდოლოგიები;
  • ციფრული პროექტების შექმნა Waterfall, Scrum-ის გამოყენებით; 
  • Agile მეთოდოლოგიებს შორის განსხვავება;
  • პროექტის შექმნისა და განვითარების გეგმების შემუშავება;
  • პროექტის შეფასების ტექნიკა;
  • პროექტის შექმნის პროცესში პროექტის მართვის Agile ან Waterfall მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობა;
  • პროექტის განვითარების გეგმის შედგენა და შესრულების ვადების მართვა; 
  • პროექტის მართვისთვის სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება;
  • შეხვედრების პროცესების სწორად წარმართვა; 
  • ციფრული პროექტის დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ტერმინების გამოყენება; 
  • ციფრული პროდუქტის დეველოპმენტის ყველა ფაზის სწორი მართვა; 
  • ციფრული პროდუქტის მხარდაჭერა, რისკების და ცვლილებების მართვა; 
  • ტესტირების და დეფლოიმენტის მეთოდოლოგიები;
  • Scrum-ის ყველა ძირითადი ღონისძიების, არტეფაქტების სრულყოფილად გამოყენება და შედეგად სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა;
  • საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა გასაუბრებაზე.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალების წაკითხვა და გარჩევა.

ლექტორის შესახებ

  • ნინო ძამაშვილი არის საერთაშორისო კომპანია Quantori -ის Senior IT Project / Delivery Manager, Senior Scrum Master, Mentor, Agile Coach, Facilitator, Trainer. არის PSM I და PSM II  ის მფლობელი, ასევე არის ლიცენზირებული ფასილიტატორი;
  • ნინოს აქვს 12+ წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიებში პროექტების მართვის მიმართულებით, მისი მიმართულებებია BioTech, Life Science, FinTech, Banking, სახელმწიფო სერვისები;
  • ხელმძღვანელობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების პროექტებს და პარალელურად ატარებს ტრეინინგებს პროექტების მართვაზე, ეჯაილ მეთოდოლოგიებზე, ეჯაილ გუნდის ფასილიტაციაზე.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

პროექტ მენეჯერი სქრამ მასტერი (Scrum Master) Agile ქოუჩი

კურსის შეფასებები

ნინო არის ძალიან კარგი ლექტორი. ყოველთვის მზად იყო დამატებუთი კითხვრბისათვის. გარდა თეორიული ცოდნისა, ასევე მსმენელებს გვაძლევდა პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ თუ, როგორ განვითარებულიყავით ამ სფეროში. ცდილობდა მაქსიმალურად ჩართულნი ვყოფილიყავით ლექციების დროს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სმარტ აკადემიას, უშუალოდ ნინოს. შესაძლებლობის შემთხვევაში აუცილებლად გავივლი თქვენთან სხვა კურსს?
თითოეული ლექცია იყო უზომოდ საინტერესო, გადმოცემის უნარი, ახსნა და მაგალითები იყო ძალიან საინტერესო. ძალიან კმაყოფილი ვარ რჩევებით და ზოგადად კურსით. დიდი მადლობა.
მადლობა თქვენ ასეთი კარგი გამოცდილებისთვის. ყველა შეხვედრა, ყველა კომუნიკაცია ტექნიკურად და ინფორმაციულად გამართული იყო. პირადად მე ამ კურსმა უზარმაზარი ინფორმაცია მომაწოდა ჩემთვის მანამდე უცნობ და ამ ეტაპისათვის ძალიან საჭირო თემებზე.
თავის საქმის პროფესიონალია, ყველა საკითხს მარტივად გვიხსნიდა ჩვენთვის გასაგებ ენაზე
ლექტორი აროს თავის საქმის პროფესიონალი, ლექციის მსვლელობოს დროს რთულად გასაგებ საკითხევს გვიხსნოდა მარტოვი ქეისებთ რაც ამარტივებდა საკითხის ათვისებას. აროს ძალიან კომპეტენტურო და სამართლიანი.
ბევრი საინტერესო საკითხი შევისწავლე და დავალებების საშუალებით უფრო გავიღრმავე ცოდნა. აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ ლექტორით, არის საქმის პროფესიონალი, გვიზიარებდა თავის გამოცდილებას და მაქსიმალურად იხარჯებოდა, რათა სწორედ გაგვეაზრებინა მასალა და მაქსიმალური ცოდნა მიგვეღო. მადლობა.
ლექტორი აროს თავის საქმის პროფესიონალი, ლექციის მსვლელობოს დროს რთულად გასაგებ საკითხევს გვიხსნოდა მარტოვი ქეისებთ რაც ამარტივებდა საკითხის ათვისებას. აროს ძალიან კომპეტენტურო და სამართლიანი.
უდიდესი ცოდნა მოგვცა ძალიან გასაგები ენით, მუდმივი დისკუსიით და პრაქტიკული მაგალითებით.
პირველ რიგში, ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვს ნინოს და ხსნის გასაგებ ენაზე. 2 საათი ისე გადიოდა ვერ ვიგებდი. ძალიან დადებით განწყობას ქმნიდა მისი პოზიტიურობოთ და კომუნიკაბელურობით. რაც შეეხება ცოდნას, ნამდვილად ეტყობა მრავალწლიანი გამოცდილება და სწორად და მარტივად შეუძლია მისი გაზიარება სხვისთვის. პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ გავიცანი ნინო.

მსგავსი კურსები

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

ყველა კურსი

სასურველი კურსები