0
მენიუ
banner banner

გიორგი კალატოზიშვილი

Strategic Communication Specialist; Founder OF Reputation Management Company Minder

გიორგი კალატოზიშვილი

  • გიორგი კალატოზიშვილი არის რეპუტაციის მართვის კომპანიის „მაინდერი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
  • გიორგი არის ბიზნეს-ტრენერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და კონსულტანტი (სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მუშაობის 20+ წლიანი გამოცდილებით);
  • გიორგი არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) მიერ სერტიფიცირებული ქოუჩი;
  • 2015 წელს დააფუძნა პარტნიორებთან ერთად საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანია „გროუინი“, რომლის მმართველი პარტნიორიც იყო 2016 წლამდე;
  • იყო PR-ის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში „დელტა“ (2016-2018 წწ.);
  • იყო PR-ის და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი გლობალურ საკონსულტაციო კომპანიაში „ACT - ეისითი“ (2014-2015 წწ.);
  • 2018 წელს ხელმძღვანელობდა „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ (სნეპ) სტრატეგიულ კომუნიკაციებს;
  • 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 
  • 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო პროცესში;
  • 2011–2012 წლებში ასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს გორის სასწავლო უნივერსიტეტში, 2016 წელს ასწავლიდა „საჯარო გამოსვლების ხელოვნებას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2021 წელს „საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და ტაქტიკას“ საქართველოს უნივერსიტეტში;
  • დღემდე მართავს ტრენინგებს და ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის და ტაქტიკის, კრიზისების მართვის, მარკეტინგის და ეფექტური კომუნიკაციების თემებზე ისეთ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებში, როგორიც არის: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, „კავკასიის უნივერსიტეტი“, „მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "ალტერბრიჯი“, "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" (GAU), „პიარ სკოლა“ (GAU), „სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“, "ევროპის ბიზნეს სკოლა" (ESB), პიროვნული ტრანსფორმაციის ცენტრი INTERIORUM. ჩატარებული აქვს 300+ ღია და დახურული ტიპის ტრენინგი და მასტერკლასი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სხვა ლექტორები
ყველა ლექტორი

სასურველი კურსები