0
მენიუ
banner banner

ნიკო ჯავახიშვილი

Marketing & Branding Expert, Researcher

ნიკო ჯავახიშვილი

  • ნიკო ჯავახიშვილი არის მარკეტინგისა და ბრენდინგის ექსპერტი, რომელსაც გააჩნია 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება სტრატეგიული ბრენდინგის, კვლევისა და მარკეტინგის მიმართულებით. ამჟამად ის დოქტორანტურაში ატარებს ინტერდისციპლინარულ კვლევას კოგნიტური ფსიქოლოგიის, ბრენდინგისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე;
  • 2018 წლიდან ნიკო არის „Artificial Branding Intelligence“-ის კონცეფციის ავტორი და ამ მიმართულებით მუშაობს როგორც Brandergate, Inc.-ის დამფუძნებელი და მთავარი მკვლევარი. პარალელურად, ის არის AI-ზე დაფუძნებული მარკეტინგული პლატფორმების Marbox-ისა და Brandwise-ის დამფუძნებელი და მრჩეველი;
  • მის წარსულ პროფესიულ საქმიანობაში შედის Creative Minds’ Union – პროდაქშენ კომპანიის თანადაფუძნება და ხელმძღვანელობა (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), ასევე ACT – Analysis and Consulting Team-ის თანადაფუძნება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიად ჩამოყალიბდა. კარიერა დაიწყო IPM Market Intelligence-ში, სადაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საკონსულტაციო მიმართულების განვითარებაში;
  • ნიკოს მიღებული აქვს სამედიცინო განათლება კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალიზაციით, ფლობს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების (IMC) არაერთ სერტიფიკატს MGI Management Institute (ნიუ-იორკი)-დან და პროფესიული გამოცდილება გაიღრმავა UC Davis-ში გავლილი ინტენსიური სტაჟირებით ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით;
  • ის გამოირჩევა ღრმა ექსპერტიზით ბრენდის სტრატეგიაში, კვლევასა და AI-ზე დაფუძნებულ კვლევა/ანალიტიკაში, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო პროექტების ხელმძღვანელობასა და მარკეტინგული გუნდების სტრატეგიულ მართვაში. 

სხვა ლექტორები
ყველა ლექტორი

სასურველი კურსები