ნინო მჭედლიშვილი
Human Resources Director @ Lopota Lake Resort & Spa
- ნინო მჭედლიშვილი - ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი, 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
- ნინოს კარიერა HR-ის მიმართულებით Societe Generale Group-ის წევრ მულტინაციონალურ კომპანიაში, ბანკ რესპუბლიკაში დაიწყო, რომელიც ცნობილია მისი ორგანიზაციული კულტურის მაღალი დონით. 5 წლის განმავლობაში მისი HR კარიერა მოიცავდა როგორც ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებას, ასევე შერჩევის, კარიერული განვითარების პროცესებსა და ტალანტების მართვას;
- ნინოს საბანკო სფეროს გამოცდილება TBC ბანკის HR გუნდში გრძელდება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით, სადაც მისი როლი საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერების შეფასების სისტემების მართვას მოიცავდა;
- ბოლო წლების განმავლობაში ნინოს კარიერა სამშენებლო სფეროში გრძელდება. 5 წლის განმავლობაში სს ენერგონის (ენერგო ინფრასტრუქტურული სამშენებლო კომპანია) ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა, სადაც მის დაქვემდებარებაში იყო HR გუნდი და ამ მიმართულების სრულ ციკლს (სტრატეგიული ნაწილი, ადმინისტრირება, შერჩევა, შეფასება, კომპენსაციები და ბენეფიტები, განვითარება) ფარავდა;
- ამჟამად ნინო HR დირექტორის პოზიციას იკავებს Lopota Lake Resort & Spa-ში;
- მანამდე ნინო იყო HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი Element Holding-ში, რომელიც სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ 15-მდე დამოუკიდებელ კომპანიას აერთიანებს;
- ნინო მზად არის სმარტ აკადემიის სტუდენტებთან გააზიაროს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად პრაქტიკაზე დაფუძნებული გზით.