0
მენიუ
banner banner

Learning Finance in Practice: სტუდენტები, პროექტები და კარიერული გზები



📌 21 აპრილს, 19:00 საათზე, გიწვევთ ღია ლექციაზე: "Learning Finance in Practice: სტუდენტები, პროექტები და კარიერული გზები"

ვისაუბრებთ სფეროს პერსპექტივებსა და სასერტიფიკატო კურსის შესახებ. მოწვეული კურსდამთავრებულები გაგვიზიარებენ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.


ღია ლექციის აჯენდა:

👉 თიკო ჩარკვიანიდავით გორდიაშვილინინო გათენაძე - 19:00 - ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

👉 დავით ხაჩიძე - 19:45 - ფინანსების მენეჯმენტი


დარეგისტრირდი მასტერკლასზე და შეინახე ბმული ?


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.
IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.
Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.
პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

ყველა კურსი

სასურველი კურსები