0
მენიუ
banner banner

Webiz Georgia-ს სმარტ აკადემიის კურსდამთავრებული შეუერთდა - გაეცანი ნანო მამულიას ისტორიას

Webiz Georgia-ს სმარტ აკადემიის კურსდამთავრებული შეუერთდა - გაეცანი ნანო მამულიას ისტორიას

ბანკი, საბაჟო, სატრანსპორტო კომპანია - ამ სფეროების ჩამონათვალს ნანო მამულიას რეზიუმეში ნახავთ. მას სხვადასხვა სფეროში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. საბოლოოდ, საკუთარ თავი ციფრულ ინდუსტრიაში იპოვა და დღეს კომპანია Webiz Georgia-ს გუნდის წევრია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. 

„ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა, იღებდე მონაწილეობას ახალი პროდუქტის შექმნაში და თავად იყო ამ პროცესის ნაწილი. ციფრული პროდუქტების ტესტირება ყოველთვის მაინტერესებდა.“

კურსის განმავლობაში ვისწავლე:

  • როგორ წარვმართო ტესტირების პროცესი;
  • რა მეთოდები, ტექნიკები და მიდგომები გამოვიყენო, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ისე მობილური აპლიკაციების (Android/iOS) და API-ის შემთხვევაში.
  • ტესტირების პროცესის სწორად წარმართვა.
  • ეფექტიანი ტესტ ქეისების შედგენა და მოფიქრება ტესტირების ტექნიკების გამოყენებით.
  • ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნა.

ლექტორების შესახებ 

ლელა გაბელაია არის საოცარი პიროვნება. მთელ თავის ენერგიას დებს ლექციებში და ერთი წერტილიც კი არ რჩება სტუდენტს გაუგებარი. ეს მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

კურსის დასრულების შემდეგ

მალევე დავიწყე მუშაობა Webiz Georgia-ში და ვარ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი. სმარტ აკადემია არის სივრცე, სადაც შეგიძლია დაეუფლო საინტერესო და მოთხოვნად პროფესიას ან აიმაღლო კვალიფიკაცია.

მაშ ასე, დაეუფლე ახალ პროფესიას შენც. იპოვე სასურველი მიმართულება აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები