რატომ უნდა ისწავლო ტესტირების ავტომატიზაცია? - რჩევები თაკო დოკვაძისგან
თაკო დოკვაძე განათლებით ფინანსისტია, თუმცა წლებია კარიერას ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის ამპლუაში აგრძელებს. ახლა მზადაა თავისი ცოდნა თუ გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. ის სმარტ აკადემიაში წარუძღვება კურსს – AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured. თაკო ამ საქმით დაინტერესებულებს რჩევებს უზიარებს და თავისი პროფესიის ღირებულებას აცნობს:
როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ციფრულ სამყაროში?
-ციფრული სამყაროს მიმართ ინტერესი ჩემმა გარემოცვამ და მოვლენებმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით ვსწავლობდი, ინტერესი დეველოპმენტის მიმართლებთ ყოველთვის მქონდა, ამიტომ პარალელურად სხვადასხვა კურსის გავლა დავიწყე და ასე მოვახერხე ტექნოლოგიებში გარკვევა. ეს სფერო იმდენად დიდი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე კარიერა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა.
რა არის ტესტირების ავტომატიზაცია და რით განსხვავდება მანუალური ტესტირებისგან?
-ტესტის ავტომატიზაცია ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესი, რომელიც მოითხოვს ადამიანის მცირე ჩართულობას ან ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ მოითხოვს. საჭიროა, რომ ერთხელ გაიწეროს კონკრეტული ლოგიკები და შემდეგ შესაძლებელია, ჩავატაროთ ტესტირების პროცესი რამდენჯერაც გვინდა. მიზანი კი უფრო დიდი სიჩქარისა და ეფექტიანობის მიღწევაა. მანუალური ტესტირებისგან განსხვავებით, ავტომატიზაციისას არ გიწევს ერთი და იგივე რუტინული საქმიანობის გაკეთება. ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი წერს ერთჯერადად კოდს, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული, რა უნდა გაკეთდეს ტესტირების დროს და რა შედეგი უნდა მივიღოთ. ამის შემდეგ, ეს ტესტი შეგიძლია იმდენჯერ გამოიყენო რამდენჯერად დაგჭირდება ამიტომ შესაძლებელია შედეგი მიიღო ბევრად მცირე დროში, ბევრად კარგი ხარისხით, რადგან ავტომატური ტესტირებისას გამორიცხულია ადამიანური შეცდომები.
რა ხდის ამ საქმეს საინტერესოს?
- ადამიანებს ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობას ვუმარტივებ. ის რაშიც სხვამ შეიძლება რამდენიმე დღე დაკარგოს, შესაძლებელია რამდენიმე წუთში გაკეთდეს და ხშირად, უკეთესი ხარისხითაც. ეს კი მუშაობისას საკმაოდ დიდი მოტივატორია. გარდა ამისა, ყოველ დღე ვითარდები, ახალ პრობლემებს აწყდები და მისი გადაჭრის გზებს პოულობ. ტესტირების პროცესი საკმაოდ საინტერესოა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გესმის რამდენად მნიშვნელოვან და ღირებულ საქმეს აკეთებ. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს პროცესი ავტომატურია მით უფრო, თუ ავტომატიზაციაზე ვსაუბრობთ, რადგან ჩვენ წინ ავტომატიზაციით მიღწევადი მრავალფეროვანი შესაძლებლობები დგას. მუდმივადაა შესაძლებელი საკუთარი თავის და ტესტირების პროცესის განვითარება.
რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიო?
-იმისთვის, რომ კარგ ავტომატიზაციის ინჟინრად ჩამოყალიბდე, საჭიროა შრომისმოყვარეობა და მუდმივად განვითარებაზე ფიქრი. აუცილებელია გესმოდეს, რას აკეთებ და რამდენად ღირებულ საქმეს ემსახურები.
საქართველოში რამდენად მოთხოვნადია ეს საქმე?
-საქართველოში ეს პროფესია ძალიან ცოტა ხანია, რაც გამოჩნდა და უკვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. კომპანიები, რომლებმაც ავტომატიზაციის ეფექტიანობა გაიაზრეს, ცდილობენ ტესტირების ასეთი პროცესი თავიანთ სამუშაო ადგილებზე დანერგონ. ამიტომ ტესტირების ავტომატიზაციის სპეციალისტებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება
რა ცოდნას აძლევს თქვენი კურსი სტუდენტებს და საკმარისია თუ არა ის კარიერის დასაწყებად?
-კურსის შედგენისას მაქსიმალურად ვეცადე, სტუდენტების ყურადღება ყველა იმ დეტალზე გამემახვილებინა, რაც ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრისთვის აუცილებელია. კურსი სტუდენტებს იმ საბაზისო ცოდნას აძლევს, რომლითაც ქეისების დაწერას და სხვადასხვა განხრით განვითარებას დამოუკიდებლად შეძლებენ.
თაკოს კურსზე AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.