0
მენიუ
banner banner

80:20 წესი: როგორ შევამციროთ მეცადინეობის დრო ისე, რომ გავზარდოთ პროდუქტიულობა

80:20 წესი: როგორ შევამციროთ მეცადინეობის დრო ისე, რომ გავზარდოთ პროდუქტიულობა

„მთელი დღეა ვმეცადინეობ და თავში არაფერი შემდის“ - ნაცნობი ფრაზაა, არა? ნაცნობია ის უსიამოვნო შეგრძნებაც, რომელსაც არაეფექტიანი მუშაობა თუ სწავლა გვიტოვებს. 

რა მოხდება, თუ სწავლას მთელ დღეზე ნაკლებ დროს დაუთმობ? ალბათ ფიქრობ, რომ შედეგი კიდევ უარესი იქნება. სინამდვილეში, არსებობს მეთოდი, რომელიც ნაკლებ დროში მეტად პროდუქტიულს გვხდის. კარგად ჟღერს, არა? მაშინ მოემზადე სასიამოვნოდ გაოცებისთვის. 

პროდუქტიულობის გაზრდის საიდუმლო პარეტოს პრინციპია, სხვაგვარად ცნობილი, როგორც 80:20 წესი. პარეტო იტალიელი ეკონომისტი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ცხოვრების მრავალ ასპექტში შედეგების 80% მოდის მიზეზების 20%-ზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების 80% მოდის შენი შრომის 20%-ზე:

შეიძლება, უკვე იცი, რომ შვედეთმა გადაწყვიტა შეემცირებინა თავისი თანამშრომლების სამუშაო დღე 8 საათიდან 6 საათამდე, მას შემდეგ რაც კვლევამ აჩვენა, რომ ეს იწვევს ნაკლებად ავადობას, სტრესის დონის შემცირებას და პროდუქტიულობის ზრდას.

იგივე პრინციპი შეიძლება გამოყენებულ იქნას სწავლის დროსაც. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილო იმაზე, თუ რა დროს უთმობ მეცადინეობას, უმჯობესია იფიქრო იმაზე, თუ რას დაუთმობ დროს. პარეტოს აზრით, დეტალებზე დროის დაკარგვა არ ღირს. მთავარია, განსაზღვრო, რისი სწავლაა მნიშვნელოვანი და რა არის მეორეხარისხოვანი. 

როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა?

პარეტოს პრინციპის წარმატებით გამოყენების გასაღები არის დროის 20%-ის მაქსიმალურად გამოყენება, რაც გამოიღებს შედეგების 80%-ს.


 პროდუქტიულობის გაზრდაში „პომოდოროს ტექნიკა“ დაგეხმარება:

  • აარჩიე ისეთი დავალება, რომელზე მუშაობაც არ მოგწონს.
  • დაინიშნე დრო - 25 წუთი.
  • დაიწყე მუშაობა და არ შეისვენო, სანამ დრო არ ამოიწურება.
  • 25 წუთის გასვლის შემდეგ შეისვენე 5-10 წუთი. ეს დრო ფიზიკურ აქტივობას დაუთმე. 
  • ყოველი 4 „პომოდოროს“ ან დავალების შემდეგ გაზარდე მუშაობის დრო და შესვენების ხანგრძლივობა

მინიმუმამდე დაიყვანე ხელის შემშლელი ფაქტორები 

გათიშე სოციალური ქსელები, გაერიდე ხმაურს - ამ 25 წუთის განმავლობაში მთლიანად უნდა გადაეშვა შენს სამუშაოში. 

შეარჩიე სამუშაო ადგილი

ერთსა და იმავე ადგილზე სწავლა უფრო მარტივად კონცენტრირებაში დაგეხმარება. აარჩიე ადგილი დიდი სამუშაო სივრცით, ბუნებრივი განათებით. ეს შეიძლება იყოს სამზარეულო, საძინებელი და ა.შ. 

მკაფიოდ შეარჩიე დავალება

ყოველი „პომოდოროს“ დაწყებამდე, ზუსტად განსაზღვრე, რას გააკეთებ შემდეგი 25 წუთის განმავლობაში. 

დაიწყე იმ ამოცანების ჩამოთვლით, რაც ამ კვირაში უნდა შეასრულო. დაყავი ის მცირე - 25, 30 ან 90-წუთიან ნაბიჯებად, რათა ის „პომოდოროსთვის“ გამოგადგეს. 

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები