ფიქრობ, ვეღარ ისწავლი იმ საქმეს, რაც მართლა გიყვარს? - ეს სტატია შენთვისაა
ზოგი პროფესიით იბადება. ზოგი შემდეგ აღმოაჩენს მას. მთავარია იცოდე, შენ რომელ ჯგუფს მიეკუთვნები.
თუ ბავშვობაში ხელოვნების რომელიმე დარგი გიტაცებდა და ოცნებობდი ყოფილიყავი მხატვარი, მომღერალი ან რამე სხვა, შესაძლოა, ეს შენი მოწოდება იყო და არა ბავშვური აკვიატება. ასეთ დროს, ხშირად, სხვების გავლენების ქვეშ ვექცევით, ისინი გადმოიღებენ პრაგმატულ რჩევებს, მაგალითებს და გვეუბნებიან, რომ „ჩვენს დროში“ სხვა პროფესიები უფრო ფასობს, პირობითად, ფიზიკოსობაც მშვენივრად გამოგვივა.
და რა ხდება, თუ პროფესიას არასწორად ვირჩევთ?
არაფერი. ჰო, ზუსტად ასე - არაფერი არ ხდება. ხშირად, ჩვენგან შორს მყოფი სფერო უინტერესოა, არ ვსწავლობთ და უბრალოდ დავდივართ სასწავლებელში ან საერთოდ ვტოვებთ მას და გვგონია, რომ იმ საქმის სწავლის შანსი, რაც ბავშვობიდან გვიყვარდა, ხელიდან გავუშვით.
ზოგჯერ კი, დიდობაში აღმოვაჩენთ, რომ თურმე, წერა შეგვძლებია და უიმედოდ გავიფიქრებთ - „ახლა ამის დრო არაა“.
კლიშეა, მაგრამ მაინც გეტყვი - საყვარელი საქმის შესწავლა გვიანი არასდროსაა. მიზეზი მარტივია. წარმოიდგინე, რომ პენსიაზე გასვლამდე, იმ საქმის კეთება მოგიწევს, რასაც ახლა აკეთებ. თუ ეს პერსპექტივა არ მოგწონს, ვალდებული ხარ, საშენო პროფესიის შესწავლა დაიწყო.
კიდევ ერთი ბანალური, მაგრამ ჭეშმარიტი ფრაზაა, რომ წარმატების გასაღები სწორედ საქმის სიყვარულშია.
სად ვისწავლო ოცნების პროფესია, თუ სტუდენტობამ უკვე ჩაიარა?
თუ უნივერსიტეტში 4-წლიანი სწავლა არ გინდა ან ეს გზა უკვე გამოიარე, გეტყვი, რომ უნივერსიტეტი ერთადერთი ადგილი არაა, სადაც ახალი საქმის ათვისება შეგიძლია. მეტიც - ტრენინგ ცენტრს არაერთი უპირატესობა აქვს. ამ ბენეფისებს სმარტ აკადემიის მაგალითზე გაგაცნობ:
ნაკლები სტუდენტი - მეტი ყურადღება
უნივერსიტეტისგან განსხვავებით, კურსები გაცილებით პატარა ჯგუფებისგან შედგება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თითოეულ სტუდენტს მეტი ყურადღება ეთმობა, რაც ცოდნის ხარისხზე აისახება.
პროფესიას ნაკლებ დროში ეუფლები
აქ სპეციალობას იმაზე გაცილებით ნაკლებ დროში აითვისებ, ვიდრე უნივერსიტეტში. ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება: აქ მიმართულებები დავიწროებულია და აქცენტი ცოდნის სამუშაო სივრცეში ინტეგრირებაზე კეთდება.
მოქნილი, შენზე მორგებული გრაფიკი
სკოლისა და უნივერსიტეტისგან განსხვავებით, აქ ცხრილის შედგენისას გათვალისწინებულია სტუდენტების სამუშაო გრაფიკი. ამასთან, სმარტ აკადემიის თითოეულ სტუდენტს სალექციო კურსის ყველა ლექცია, ვიდეოს სახით, მეილზე უზიარდება.
სწავლების მეთოდები - მეტი პრაქტიკა
სასემინარო დავალებებისგან განსხვავებებით, აკადემიაში ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოცდა გიწევს. კურსის ბოლოს, სტუდენტები აკეთებენ პროექტს და დაგროვილ ცოდნასა თუ უნარებს ამოწმებენ.
სწრაფად დასაქმების მეტი შანსი
წარმატებული კურსდამთავრებულები სტაჟირებას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში გადიან. ამასთან, რომელიმე კომპანიაში შესაბამის პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადებისთანავე, გამორჩეულ სტუდენტებს აკადემია რეკომენდაციას თავად უწევს.
ასე, რომ უბრალოდ, გადახედე სმარტ აკადემიის 40-მდე სპეციალობას და მათ შორის შენი ოცნების საქმეს აუცილებლად იპოვი.
სასწავლო კურსების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციისთვის დარეკე:
595 54 00 54
596 60 00 11