0
მენიუ
banner banner

ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის ომი კოსმოსური ამბიციებისთვის - შეჯამება

ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის ომი კოსმოსური ამბიციებისთვის - შეჯამება

ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი - პლანეტის ორი უმდიდრესი ადამიანი... როგორც ჩანს, ეს პლანეტა მათი სიმდიდრისა და ეგოსთვის საკმარისი არაა. ახლა, მათ სათამაშო მოედნად ვარსკვლავები იქცნენ.

მათი იარაღი კომპანიებია - მასკის SpaceX და ბეზოსის Blue Origin-ი კაცობრიობას კოსმოსში ტურისტულ ვოიაჟებს ჰპირდება. ელონის კომპანიის მხარეს მოგების დიდი წილია - წარმატებით გაშვებული უამრავი რაკეტა, მათ შორის წითელი TESLA და განხორციელებული კოსმოსური მისიები. 

ბეზოსის პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ გუშინ, 20 ივლისს, ამაზონის აღმასრულებელი დირექტორი თავისი სარაკეტო ხომალდით, New Shepar-ით კოსმოსში თავად გაფრინდა.

კოსმოსის ათვისებით შეპყრობილთათვის, ეს მზის სისტემის შესწავლისთვის გადადგმული, გნებავთ გადაფრენილი, გაბედული ნაბიჯია. მასკისა და ბეზოსისთვის კი, ეს კიდევ ერთი თავია, 15-წლიანი კონკურენციის ისტორიაში.

ეს მტრობა, ორ ენთუზიასტს შორის, 2004 წელს გაჩაღდა, როცა ერთმანეთს სარაკეტო კომპანიების დაფუძნების იდეები გაუზიარეს. 

ფოტო ჟურნალისტმა ტრიუნგ ფანმა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.

ამ სადილის შესახებ ქრისტიან დევენპორტის წიგნში, Space Barons, ნათქვამია, რომ შეხვედრამ კარგად ვერ ჩაიარა. მასკს უთქვამს: „მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგი რჩევა მიმეცა, რაც მან უგულებელყო.” ამბობდნენ, რომ მასკი არ იყო აღფრთოვანებული Blue Origins-ის „ძრავის არქიტექტურით! და რომ SpaceX-მა ზოგიერთ იდეას ფრთები უკვე შეასხა. პირდაპირი მნიშვნელობითაც. 

დაპირისპირება 2013 წელს ახალ ფაზაში გადავიდა, როცა Blue Origin-მა SpaceX-ის წინააღმდეგ ფორმალური პროტესტი გამოთქვა და Nasa-ს გამშვები პუნქტის ნაცვლად, „კომერციული კოსმოსური პორტი გამოიყენა, რომელიც ყველა გამშვები კომპანიისთვის ხელმისაწვდომია".

2013 წლის სექტემბერში, Space News-თან საუბრისას, მასკმა ბეზოსს ახალი დარტყმა მიაყენა: „(Blue Origin)-ს ჯერ არ შეუქმნია საიმედო, სუბორბიტალური ხომალდი, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებაში 10 წელი დახარჯა", - თქვა და დასძინა, რომ მზადაა Blue Origin-ის ხომალდის გაშვების პანელზე განსათავსებლად, თუ ისინი „უახლოეს 5 წელიწადში, შეძლებენ შექმნან მანქანა, რომელიც NASA-ს სტანდარტებს (NASA’s human rating standards) აკმაყოფილებს", მაგრამ იქვე დამცინავად აღნიშნა: „გულწრფელად, რომ გითხრათ, ვფიქრობ, ცეცხლის ალში მოცეკვავე მარტორქებს უფრო აღმოვაჩენთ“. 

ამასობაში, SpaceX-მა პირველი რაკეტა გაუშვა, შვიდი წლის შემდეგ კი ეს Blue Origin-მაც შეძლო. SpaceX-ს ჰყავდა მნიშვნელოვნად მეტი სამუშაო ძალა და უზრუნველყოფილი იყო სამთავრობო კონტრაქტებით.

ამ პერიოდში, კომპანიებს შორის სადავო თემად პატენტი იქცა. სასამართლო პროცესი SpaceX-მა მოიგო. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Blue Origin-მა  უპილოტო ხომალდებისთვის პატენტი გამოუშვა, რომელსაც რაკეტის უსაფრთხოებისთვის იყენებენ. ეს ნიშნავს, რომ თუ SpaceX-ს პატენტის გამოყენება სურდა, მას Blue Origin-ისთვის გადახდა მოუწევდა, მაგრამ მასკის გუნდი ამტკიცებდა, რომ ამ ტიპის ტექნოლოგია „ძველი ქუდი“ იყო და უკვე ათწლეულებია არსებობს. საბოლოოდ, მოსამართლე SpaceX-ის მხარეზე გადავიდა.

ახლა, როდესაც ორივე კომპანიას თავი დამკვიდრებული აქვს, ბეზოსისა და მასკის მეტოქეობა Twitter-ში დამცინავი „ტვიტებით“  შემოიფარგლება. აქ მასკს ნამდვილად აქვს უპირატესობა. 

წყარო: independent.co


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები