სმარტ აკადემიის რეკომენდაციით მოვხვდი WebApp-ის გუნდში პროექტ-მენეჯერის პოზიციაზე - კურსდამთავრებულის ისტორია
მერი სიმონიშვილმა სმარტ აკადემიაში ორი კურსი გაიარა: ტესტირების ავტომატიზაცია და ციფრული პროდუქტების ტესტირება. ამბობს, რომ მისი მიზანი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სიღრმისეული შესწავლა იყო.
,,კურსების განმავლობაში ვისწავლე ავტომატური კოდების წერა და ასევე სხვადასხვა ტესტირების მეთოდები, როგორ უნდა მივუდგე პროგრამულ უზრუნველყოფას და როგორ გავხადო ის კიდევ უფრო უკეთესი და მომხმარებელზე მორგებული.''
S: რა შეიცვალა კურსის შემდეგ?
კურსის შემდეგ გავხდი მეტად დაკვირვებული, ვისწავლე სწორი კითხვების დასმა, სტრუქტურულად გამართული ბაგ რეპორტების წერა, ტესტირების გამარტივებული და სწრაფი მეთოდები. პროექტის სასიცოცხლო ციკლი, როგორ იგეგმება პროექტი და ვითარდება. განსაკუთრებით მეხმარება Agile (scrum) მეთოდი. იმისთვის, რომ წარმატებულად შეიქმნას პროდუქტი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოცდილებასთან ერთად გუნდურობას და სწორ კომუნიკაციას.
S: ლექტორებს როგორ დაახასიათებდი?
მყავდა ორი საუკეთესო ლექტორი, თაკო დოკვაძე და ლელა გაბელაია. ორივე არის თავის საქმის პროფესიონალი, აქვთ არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარი. თაკოს დახმარებით შევისწავლე ის პროგრამები, რომლის შესწავლაც წარმოუდგენელი მეგონა, ვინაიდან არ მქონია გამოცდილება ტესტირების ავტომატიზაციაში. ლელა არის ასევე საუკეთესო მოტივატორი და იმდენად უყვარს საკუთარი პროფესია, რომ შენც კიდევ უფრო მეტად გიყვარდება ტესტირება.
S: რომელ ლექციას გამოარჩევდი?
ტესტირების ავტომატიზაციის კურსზე ჩემი გამორჩეული ლექცია იყო, როდესაც პირველად გავუშვი ჩემი დაწერილი ტესტ ქეისი. ლელა გაბელაიას კურსზე კი - როდესაც ჩვენი პირველი ბაგ რეპორტები გავწერეთ ტრელოში და შემდეგ განვიხილეთ.
S: რას გვეტყვი სმარტ აკადემიის შესახებ?
სმარტ აკადემიამ და მისმა გუნდმა მომცა უდიდესი მოტივაცია, დავძლიო სირთულეები, რომელიც თან ახლავს ახალი პროფესიის შეძენას... აკადემიის კურსები მაქსიმალურად ითვალისწინებს სტუდენტების ინტერესებს და სრულად არის მორგებული მათზე. თითოეული ლექტორი მაქსიმალურად ზრუნავს სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე.
პირადად ჩემთვის, ძალიან ემოციური აღმოჩნდა კურსის დასრულება. სერტიფიკატების გადმოცემის პროცესი იყო ის, რაც მუდამ პოზიტიურად დამამახსოვრდება სმარტ აკადემიიისგან.
რა როლი შეასრულა სმარტ აკადემიამ ჩემს კარიერულ წინსვლაში?
როგორც აღვნიშნე, სმარტ აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემი კარიერის განვითარების კუთხით. მათი რეკომენდაციით მოვხვდი WebApp-ის გუნდში პროექტ მენეჯერის პოზიციაზე. აუცილებლად მინდა შევეხო კომპანია WebApp-საც, სადაც ისეთივე მეგობრული გარემო დამხვდა, როგორიც სმარტ აკადემიაში იყო. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე. მჯერა, რომ სმარტ აკადემია და WebApp-ი იქნება პირველი წარმატებული ნაბიჯები ჩემს კარიერაში.
თუ მერის მსგავსაც შენც გსურს შეიძინო მაღალანაზღაურებადი პროფესია, გაეცანი დეტალებს ორივე კურსის შესახებ: