0
მენიუ
banner banner

როგორ შევქმნათ დახვეწილი ანიმაცია - 8 ნაბიჯი

როგორ შევქმნათ დახვეწილი ანიმაცია - 8 ნაბიჯი

მოუშენ დიზაინი ანიმაციის სახეობაა, რომელიც მოძრაობის ილუზიას გვიქმნის. დიზაინის ამ მიმართულებამ მოიცვა ყველა სფერო სარეკლამო ვიდეო რგოლებიდან ფილმებამდე. კომპანიებმა პროდუქტის ციფრულად წარმოჩენის შესაძლებლობა სწრაფად აიტაცეს, ამიტომ მოუშენ დიზაინი წარმოუდგენელი სიჩქარით ვითარდება. ამის პარალელურად, სამუშაო პროგრამები უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდება. იზრდება ამ სფეროთი დაინტერესებულთა რაოდენობა და დიზაინერების მოტივაცია, შექმნან შთამბეჭდავი ნამუშევარი. 

თუ შენც მათ შორის ხარ, ამ ბლოგში გაგიზიარებ რამდენიმე რჩევას, რომელიც  ტექნიკის დახვეწასა და უკეთესი ნამუშევრის შექმნაში დაგეხმარება. 

სანამ დაკვეთაზე მუშაობას დაიწყებ, კარგად გაიაზრე რა სურს კლიენტს. ზოგჯერ ისინი მთლიანად დიზაინერის იმედად არიან, ზოგჯერ კი, ზუსტად იციან, რა უნდათ. ასეთ დროს  მისი იდეა შენს ხელში აღმოჩნდება. ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა. მთავარია, ზუსტად გაიგო, რა არის მთავარი სათქმელი. უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ შესაძლოა, მისი ფანტაზია გრაფიკული მოუშენის ენაზე არ ითარგმნებოდეს, ამიტომ ალტერნატიული ვერსიების შეთავაზება მოგიწევს. კლიენტი შენს იდეებს ყოველთვის არ მიიღებს, მაგრამ გაზიარება მაინც მნიშვნელოვანია. სანამ პროგრამებში მუშაობას დაიწყებ, გონებაში ანიმაციის ზუსტი გეგმა უნდა გქონდეს. გაითვალისწინე, რომ ფურცელზე გაკეთებული ესკიზის გადაგდება უფრო მარტივია, ვიდრე After Effects-ში საათობით ნამუშევრის წაშლა. 

ეს 5 ნაბიჯიც თანმიმდევრობით დაიცავი:

ნაბიჯი 1: კვლევა და იდეა

ნაბიჯი 2: გეგმის შედგენა

ნაბიჯი 3: სცენარის შექმნა

ნაბიჯი 4: დიზაინის წარმოდგენა

ნაბიჯი 5: დაბოლოს -  ანიმაციაზე მუშაობის დაწყება

იმუშავე თითოეული ნაბიჯის სრულყოფაზე და არა სანახევროდ შესრულებაზე. არ იფიქრო, რომ ახლა წამოჭრილ პრობლემას შემდეგ ეტაპზე მოაგვარებ, რადგან შემდეგი ნაბიჯი არსებულზე დგას. 

1. შექმენი სტატიკური ნამუშევარი

სანამ ანიმაციის კეთებას დაიწყებ, ჯერ იდეა სრულყოფილ გრაფიკულ ნამუშევრად აქციე. ანიმაციისა და გრაფიკული ნამუშევრის პარალელურად კეთებამ შესაძლოა, დაგაბნიოს. 

2. შექმენი სტილი 

თანმიმდევრული სტილის შენარჩუნება მაყურებლის ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია. თითოეული ჭრისთვის მთელ ფერთა გამას ან სრულიად განსხვავებულ შრიფტს ნუ გამოიყენებ. ეს ნამუშევარს არაერთსახოვანს გახდის. 

3. შეამოკლე, რამდენადაც შესაძლებელია

გამოცდილმა დიზაინერმა იცის, რომ სრულყოფილებას მიაღწია არა მაშინ, როდესაც აღარაფერი დარჩა დასამატებელი, არამედ მაშინ, როდესაც წასაშლელი აღარაფერია. სოციალური ქსელების სქროლვისას მინიმალურ მოძრაობასაც კი სწრაფად ვამჩნევთ, მაგრამ დიდი ზომის ვიდეოების ყურება გვეზარება ან დრო არ გვაქვს.  

4. მეტი ეფექტი მეტ ეფექტურობას არ ნიშნავს

იფიქრე იმაზე, თუ როგორ გადადის ყოველი ახალი ფრაგმენტი შემდეგში. თვალისმომჭრელ ეფექტს მხოლოდ ვიზუალისთვის ნუ გამოიყენებ. თუ მაყურებელი მკვეთრმა კადრებმა დააბნია და ვერაფერი გაიგო, შენს ეფექტებს უკუეფექტი ჰქონია. 

5. დაზოგე დრო

წინა რჩევა არ ნიშნავს, რომ ეფექტები საერთოდ არ უნდა გამოიყენო, თუმცა შეგიძლია ამაში ზოგჯერ, დრო დაზოგო და დინამიკური 3D ეფექტის ნაცვლად, 2D ეფექტები სცადო.

6. გაასუფთავე

ეს პუნქტი მჭიდროდაა დაკავშირებული წინა ნაბიჯებთან. როდესაც შენი სტილი გაქვს დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის მაყურებლისთვისაც მკაფიო და  გასაგებია. მაშინაც კი, თუ ეს არის მარტივი ლოგოს ანიმაცია, სიცხადე უნდა შეინარჩუნო. სისუფთავე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრწყინვალე ეფექტები. თუ ის, რასაც მაყურებელს წარუდგენ, არ არის გასაგები, მაშინ ვერანაირი ეფექტი ვერ გამოასწორებს. 

სინამდვილეში, საუკეთესო გზა სიმარტივეშია -  After Effects-ში საოცარი VFX-ის შექმნა შეგიძლია.

7. დაისვენე

პროექტს მეორე, მესამე დღეს დაუბრუნდი და ყველა იმ შეცდომას დაინახავ, რაც დაღლილმა ვერ შეამჩნიე. 



სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები