მასტერკლასზე დასწრების უპირატესობები
„ნამდვილად მაინტერესებს ეს კურსი?
იქნებ სჯობდეს თავი შევიკავო?
ძალიან კი მინდა, მაგრამ...
იქნებ არ არის ისეთი კარგი, როგორსაც ველი?
ლექტორთან საერთო ენა, რომ ვერ გამოვნახო?“
ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველას გვაწუხებს ახალი კურსის არჩევისას. ეს სრულიად ბუნებრივია, თქვენ ხომ საკუთარი დროისა და ფინანსების ინვესტირებას აპირებთ, ახალი ცოდნის მიღებისათვის. სწორედ ამ გაურკვევლობისგან თავდასაღწევად ტარდება მასტერკლასები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს პროგრამის შიდა სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
რას გაძლევთ მასტერკლასზე დასწრება?
მასტერკლასი ერთგვარი „საცდელი ნაბიჯია“. ეს არის სივრცე, სადაც ყოველგვარი რისკის გარეშე იღებთ პირველად გამოცდილებას და აფასებთ, რამდენად შეესაბამება პროგრამა თქვენს მოლოდინებს.
გაიცანობთ ლექტორს პირადად:
ხშირად სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ სასწავლო გეგმის წაკითხვა საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ სალექციო პროცესი სასიამოვნოდ წარიმართოს გადამწყვეტია ლექტორის მიდგომა. მასტერკლასები საშუალებას გაძლევთ გაიცნოთ ლექტორი, გაიგოთ მისი თხრობის სტილი და საკომუნიკაციო უნარები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირისპირი გასაუბრება და კითხვა- პასუხის რეჟიმი, ლექტორის გამოცდილებასა და კომპეტენციას მეტად სარწმუნოს ხდის.
მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას სტრუქტურაზე:
მასტერკლასზე გაიგებთ არა მხოლოდ სასწავლო კურსის თემების ჩამონათვალს, არამედ იმასაც, თუ რამდენად პრაქტიკულია სწავლება და რა კონკრეტულ უნარებს შეიძენთ კურსის ბოლოს. ლექტორებთან პირდაპირი ინტერაქცია, ამარტივებს კურსის სტრუქტურის გაგებას, შედეგად თქვენ იღებთ ზუსტ ინფორმაციას და არ გიწევთ საკუთარი ინტერპრეტაციებით კითხვებზე პასუხების გაცემა.
მოლოდინებს შეადარებთ რეალობას:
დარწმუნებული ვარ არ გსურთ თანხის გადახდა კურსში, რომელიც ზუსტად არ იცით, რამდენად შეესაბამება თქვენს მოლოდინებს. ზოგჯერ კურსი თეორიულად მიმზიდველია, მაგრამ მასტერკლასზე ხვდებით, რომ ის თქვენი ამჟამინდელი მიზნებისთვის ზედმეტად რთულია (ან პირიქით, მარტივი). ეს საუკეთესო ფილტრია არასწორი არჩევანისგან დასაზღვევად.
გადადგამთ პირველ ნაბიჯებს პროფესიულ გარემოში:
პროფესიული კავშირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ინდუსტრიაში. შესაძლოა კონკრეტული მასტერკლასი საინტერესო ადამიანების აღოჩენის საშუალებად იქცეს. ეს არის შანსი, მოხვდეთ თანამოაზრეების გარემოცვაში, რამაც შესაძლოა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც შეგიქმნათ, გარდა იმისა რომ შეძლებთ დასვათ კითხვები და მოისმინოთ ინდუსტრიის შიგნით არსებული, რეალური მაგალითებით გამყარებული პასუხები.
საბოლოო ჯამში, მასტერკლასი გაცილებით თავდაჯერებულს გხდით გადაწყვეტილების მიღებისას. გაურკვევლობას ცვლის რეალური წარმოდგენები და ხვდებით, თუ რა გელით წინ.
თუ რომელიმე მიმართულება გაინტერესებს, მაგრამ ჯერ კიდევ გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მასტერკლასზე დასწრება საუკეთესო გზაა პასუხების მოსაძებნად. ხშირად ერთი შეხვედრაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნებით თქვა: ''დიახ, ეს ნამდვილად ის საქმეა, რაც მაინტერესებს!''
გაიგე მეტი ჩვენს უახლოეს მასტერკლასებზე:
გუნდის მართვა– ფარული პრობლემები, რომლებიც შედეგებს აფერხებს
ომი და მშვიდობა: როგორ იგებენ ორგანიზაციები რეპუტაციულ ბრძოლებს