IT პროექტების მართვა & AGILE გუნდის ფასილიტაცია - სალომე ამირანაშვილი კურსის შესახებ
სალომე ამირანაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა IT პროექტების მართვისა და AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
კურსი მეგობარმა მირჩია, ხოლო ბიძგი მიმართულების ცვლილების სურვილმა მომცა.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
ჩემი საქმიანობა წარმოადგენს ბიზნეს სესხების დამტკიცება/გაცემასა და პორტფელის მართვას. მუშაობის პროცესში ხშირად ვაწყდები სირთულეებს და სურვილი მქონდა შიდა პროგრამების შეცვლისა და განვითარების. კომპანიას ვთავაზობდი ჩემს ხედვებს, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე სურვილი მიზნად მექცია და მიმეღო შესაბამისი ცოდნა ამ სფეროში.
რომელი თემა, ლექცია ან პრაქტიკული ნაწილი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
სქრამ მეთოდოლოგიის შესწავლა და ეჯაილ გუნდის ფასილიტაცია.
გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
ნინო არის ძალიან კომპეტენტური და მეგობრული, ის ითვალისწინებს ყველას აზრს. ის ყველა ლექციას მარტივად გასაგებსა და აღქმადს ხდიდა.
გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილება ვორქშოფ სესიების შესახებ
რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?
ჩემთვის სირთულეს აიტი ტერმინოლოგიები წარმოადგენდა, რომელიც ლექტორმა ისე განმარტა, რომ ძალიან კარგად დაგვამახსოვრდა.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებულ ცოდნას?
ვცდილობ, რომ ამ მიმართულებით დავსაქმდე. ამჟამინდელ სამსახურში კი, უკვე ვიყენებ მიღებულ ცოდნას.
როგორ შეაფასებდი ჩვენთან სწავლას და ურჩევდი თუ არა სხვებს, რომ არჩევანი სმარტ აკადემიაზე შეაჩერონ?
ჩემ რამდენიმე მეგობარს უკვე ვურჩი ეს კურსი.
IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი.