IT პროექტების მართვა & AGILE გუნდის ფასილიტაცია - მარიამ სარა ლაშხი კურსის შესახებ
მარიამ სარა ლაშხმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა IT პროექტების მართვისა და AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
დიდი ხანი მინდოდა სპეციალობის შეცვლა და კონკრეტულად ეს მიმართულება მომეწონა მას შემდეგ, რაც ერთი ადამიანი გახდა ჩემი ინსპირაცია.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი დავამთავრე, თუმცა ამ სფეროში, სტაჟირებების გარდა, დასაქმებული არ ვყოფილვარ. სხვადასხვა კომპანიებში განსხვავებულ საქმეზე ვიმუშავე და საბოლოოდ, ძალიან მომინდა, რომ მესწავლა რაიმე ისეთი, რაც დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადს და ღირებულს გამხდიდა.
სმარტ აკადემიამ ჩემი იმედები გაამართლა. ამ ეტაპზე მოტივირებული ვარ და იმედია, შევძლებ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას.
გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
ნინო არის საოცრად საქმეზე ორიენტირებული, მისი ლექციები არასდროს შემოიფარგლებოდა მხოლოდ თეორიით, რაც მეტად ინტერაქციულს ხდიდა ჯგუფს, პროცესს კი - მეტად აღქმადს.
რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?
კურსის განმავლობაში, ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა, რთული იყო ნულიდან დაწყება და ყველაფრის გაგება, მასალაც საკმაოდ დიდი და დატვირთული აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ კარგი შედეგი მივიღე.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებულ ცოდნას?
ვეცდები არ გავჩერდე, გავაგრძელო სწავლა და განვითარება, ავიღო დამატებითი სერტიფიკატები და ვიპოვო ჩემი ადგილი ამ სფეროში.
როგორ შეაფასებდი ჩვენთან სწავლას და ურჩევდი თუ არა სხვებს, რომ არჩევანი სმარტ აკადემიაზე შეაჩერონ?
სმარტ აკადემიაში სწავლას ყველას ვურჩევდი, ჩემგან დიდი რეკომენდაცია თქვენ.
IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი.