IT პროექტების მართვა & AGILE გუნდის ფასილიტაცია - გვანცა სოსელია კურსის შესახებ
გვანცა სოსელიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა IT პროექტების მართვისა და AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
აიტი მიმართულების კურსების ძებნისას შემხვდა ღია ლექცია, რომელსაც დავესწარი და მოვიხიბლე.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
ამ ეტაპზე ვმუშაობ ეიჩარ მიმართულებით - ტრენერად, თუმცა აიტი სფერო ყოველთვის მიტაცებდა და გადავწყვიტე, მეტი ინფორმაცია მიმეღო მის გარშემო. პროფესიის შეცვლასაც განვიხილავდი, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ამ ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ჩემს ამჟამინდელ პოზიციაზეც მეხმარება და შემიძლია, ნასწავლი ახლაც გამოვიყენო.
რომელი თემა, ლექცია ან პრაქტიკული ნაწილი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
საკმაოდ ბევრი ახალი რამ ვისწავლე და აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ აიტი სფეროში არ გვჭირდება ეს ცოდნა. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმას, თუ რა საჭირო უნარები უნდა გააჩნდეს აიტი პროექტ მენჯერს. მას უნდა ჰქონდეს, როგორც ეფექტური კომუნიკაციისა და მართვის უნარები, ასევე ანალიტიკის. გამოვყოფდი Waterfall-სა და Scrum-ს შორის განსხვავებაზე ლექციას, რამაც საწყის ეტაპზევე ჩამითრია და დამაინტერესა, თუმცა ყოველი ლექცია იყო სიახლეებითა და გამოცდილებით სავსე.
გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
ნინო არის არა მხოლოდ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ასევე ძალიან კარგი ტრენერი და უკვე ჩვენი მეგობარიც. ის ძალიან დადებითი ადამიანია და მასთან, როგორც ლექტორთან, ურთერთობა და კომუნიკაცია ცალკე სიამოვნებაა. ძალიან კარგად იყო აწყობილი ტრენინგი, თეორიული და პრაქტიკული ნაწილებით, რაც ხელს უწყობდა, როგორც საკითხში გარკვევასა და გააზრებას, ასევე ჯგუფის წევრების ერთმანეთთან კომუნიკაციას. საერთო ჯამში, ეს ქმნიდა უსაფრთხო გარემოს, რაც სწავლების პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეძლო კითხვების დასმა და არ გეშინოდეს, რომ გაგკიცხავენ.
გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილება ვორქშოფ სესიების შესახებ
ვორქშოფი იყო შესანიშნავი, გამოცდილების ზეიმი, დადებითი ემოციებითა და საინტერესო სიახლეებით დახუნძლული.
რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?
სირთულე იყო საღამოს საათებში ლექციებზე დასწრება, თუმცა იმდენად საინტერესო იყო, რომ ეს სირთულე თავად ლექტორმა გადაგვალახინა.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებულ ცოდნას?
მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს ამჟამინდელ პროფესიაში. გარდა ამისა, კურსი დამეხმარა კიდევ უფრო მივახლოებოდი აიტი სფეროს.
როგორ შეაფასებდი ჩვენთან სწავლას და ურჩევდი თუ არა სხვებს, რომ არჩევანი სმარტ აკადემიაზე შეაჩერონ?
სმარტ აკადემიასთან აქამდეც მითანამშრომლია და ვიცოდი, რომ ეს იყო სანდო ადგილი და, რა თქმა უნდა, სტუდენტის ამპლუაშიც გაამართლა ჩემი მოლოდინები. ორგანიზების ნაწილი ძალიან მომეწონა, ყველაფერი იყო წინასწარ გააზრებული და ყოველთვის მზად იყვნენ, გაეცათ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. ყოველთვის გავუწევ რეკომენდაციას სმარტ აკადემიას.
IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი.