მონაცემთა ანალიტიკა და BI დეველოპმენტი - თამარ კონიაშვილი კურსის შესახებ
თამარ კონიაშვილი სმარტ აკადემიის მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტის კურსის სტუდენტია, რომელიც კურსისა და ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე მონაცემთა ანალიტიკისა & BI დეველოპმენტის კურსის შესახებ?
გარკვეული დროის განმავლობაში მსურდა განმეხორციელებინა ძირეული ცვლილებები კარიერაში, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაცემთა ანალიტიკისა და BI დეველოპმენტის შემესწავლა.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე ამ კურსის გავლა?
ვმუშაობდი სადაზღვევო კომპანიაში Claims accessor -ად, შემდეგ შევისწავლე ფსიქოლოგია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი ამ განხრით.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორის შესახებ
გეგაზე საუბარი რომ დავიწყო, რამდენიმე საათი დამჭირდება. გეგა საუკეთესოთა შორის საუკეთესო ლექტორია. მიყვარს მისი ახსნის სტილი და იუმორი, რომელიც უმნიშვნელოვანესი, გამამხნევებელი და მოტივაციის მომცემია სწავლის პროცესში. იგი ყოველთვის ცდილობს მაქსიმალური ცოდნა გაგვიზიაროს მარტივ და გასაგებ ენაზე. მიხარია, რომ მისი სტუდენტი ვარ. სწორედ გეგას მარტივი და გასაგები ახსნის მეთოდის გამო გადავწყვიტე, რომ ამ კურსის დასრულების შემდეგ, გავიარო მისი მეორე კურსი (DATA ANALYTICS WITH PYTHON)
გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემია არის ადგილი, სადაც მხოლოდ პროფესიონალები არიან. მომწონს მათი მიდგომა და მზრუნველი გუნდი. განსაკუთრებით გამოვყოფდი ანი მდივნიშვილს, რომელიც კურსის განმავლობაში გავიცანი. ანი საოცრად მზრუნველი ადამიანია, თუ რაიმე კითხვა მაქვს და მას ვუგზავნი, ყოველთვის უმოკლეს დროში აბრუნებს პასუხებს. ძალიან ყურადღებიანი და თავისი საქმის პროფესიონალია.
რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა ფიქრობს კურსზე დარეგისტრირებას?
პირველ რიგში, ვულოცავ ყველას სწორ ადგილას მოხვედრას, რადგან სმარტ აკადემიის ამოცანაა გაგიზიაროთ მაქსიმალური ცოდნა და გამოცდილება. ვურჩევდი ყველას, რომ მიენდონ ლექტორს და ირწმუნონ თავიანთი შესაძლებლობების. ამ აკადემიაში შეუძლებელიც შესაძლებელია.
თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე: