0
მენიუ
banner banner

კრეატიული პროექტების მენეჯერი - წამყვანი როლი კრეატიულ სააგენტოში

კრეატიული პროექტების მენეჯერი - წამყვანი როლი კრეატიულ სააგენტოში

სარეკლამო და საკომუნიკაციო ინდუსტრიაში, დამკვეთსა და სააგენტოს შორის ეფექტური თანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ კრეატიული იდეა ზუსტად შეესაბამებოდეს ბრენდის მიზნებს საჭიროა ადამიანი, ვისაც ერთნაირად კარგად ესმის როგორც დამკვეთის მოლოდინები, ისე კრეატიული გუნდის შინაარსობრივი პროცესები.

ამ როლს ითავსებს პროფესიონალი, რომელიც კოორდინაციას უწევს ყველა მხარეს, აანალიზებს საჭიროებებს და უზრუნველყოფს, რომ საბოლოო პროდუქტი - იქნება ეს მარკეტინგული კამპანია, ბრენდინგი, სარეკლამო რგოლი თუ ციფრული სტრატეგია იყოს შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური. 

აი, ვინ არის  კრეატიული პროექტების მენეჯერი - დამკვეთსა და სააგენტოს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც კომუნიკაციის სწორ მიმართულებაზე, ისე შიდა გუნდების მუშაობის სპეციფიკაზე.

ეს პროფესია შენთვის არის, თუ:

  • გიყვარს კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა
  • ხარ ორგანიზებული და გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გაინტერესებს ბრენდინგი, მარკეტინგი, სტრატეგია და კრეატიული ინდუსტრია
  • ეძებ მრავალფეროვან და ცვალებად სამუშაო პროცესს
  • საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო პროცესი 

კრეატიული პროექტების მენეჯერს სააგენტოში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. მისი მთავარი მოვალეობაა ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია, ინდუსტრიის ცოდნა და მრვალმხრივი განვითარება, სტრატეგიული და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესია კარიერული განვითარების საშუალებას იძლევა, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე

რატომ უნდა დაიწყო კარიერა კრეატიულ სააგენტოში?

კრეატიული სააგენტო იდეალური სტარტია კრეატიული პროექტების მენეჯერისთვის, რადგან:

  • სწრაფად სწავლობ საქმეს პრაქტიკაში

მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა გეხმარება, რომ სწრაფად გაიგო სიახლეები, ისწავლო მათი სწორად გამოყენება და მოერგო განსხვავებულ ინდუსტრიებს. ერთ დღეს შეიძლება იმუშაო სტარტაპთან , მეორე დღეს - წარმატებულ ბიზნესთან ან მოდის ბრენდთან. ეს განსაკუთრებულ უნარებსა და ფართო ხედვას გიყალიბებს, რაც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

  • სწავლობ როგორ აზროვნებენ კრეატიული გუნდები

პროექტის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია საერთო ენა გამონახოს როგორც დამკვეთთან, ისე შიდა გუნდთან. არტ დირექტორები, ქოფირაითერები,  დიზაინერები -  მათთან ერთად მუშაობის პროცესში ჩართვა გეხმარება უკეთ გაიგო როგორ იქმნება ძლიერი იდეა და რა ცვლილებებს გადის ის საბოლოო პროდუქტამდე. 

  • იყალიბებ კონტაქტებს და რეპუტაციას

სააგენტოში მუშაობა გაძლევს წვდომას პროფესიონალებთან და კლიენტებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარიერული განვითარებისთვის. 

თუ კრეატიული პროექტების მენეჯერის საქმიანობამ მოგხიბლა, გაინტერესებს როგორ იქმნება ბრენდები, კამპანიები და კომუნიკაციები, შემოგვიერთდი კრეატიული პროექტების მართვის კურსზე, გახდი TOP 1 სტუდენტი და გაიარე სტაჟირება კრეატიულ სააგენტოში Leavingstone. 

 

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები