0
მენიუ
banner banner

გაყიდვების ზრდის რეალური ინსტრუმენტი: ვიდეო კონტენტის როლი ბიზნესის წარმატებისთვის

გაყიდვების ზრდის რეალური ინსტრუმენტი: ვიდეო კონტენტის როლი ბიზნესის წარმატებისთვის

თანამედროვე მარკეტინგში გამოწვევა აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება. მთავარი ამოცანაა - აუდიტორიის დაინტერესება და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია. ვიდეო კონტენტი სწორედ ამ მიზნის მიღწევაში თამაშობს გადამწყვეტ როლს.

ვიდეო დღეს იქცა ყველაზე ეფექტურ საშუალებად, რომლითაც ბიზნესი აუდიტორიასთან  აყალიბებს ნდობას, აღვივებს ინტერესს და აჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას - იქნება ეს პროდუქტის წარდგენა, მომხმარებლის შეფასება თუ ექსპერტული ხედვის გაზიარება.

 

ვიდეო კონტენტის ძალა B2C და B2B მარკეტინგში

ვიდეო B2C მარკეტინგში: 

  • იპყრობს ყურადღებას ბევრად სწრაფად, ვიდრე ტექსტი ან ფოტო
  • მკაფიოდ გადმოსცემს გზავნილს
  • ამყარებს ემოციურ კავშირს მომხმარებელთან და ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღებას

ვიდეო B2B მარკეტინგში:

  • ეხმარება კომპანიებს რთული საკითხების მარტივად ახსნაში
  • კარგად წარმოაჩენს კომპეტენციასა და პროფესიონალიზმს
  • ამყარებს ნდობას და აჩქარებს გაყიდვების ციკლს

ვიდეო კონტენტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

ვიდეო მარკეტინგი აღარ არის მხოლოდ დიდ ბიუჯეტზე დამოკიდებული. კომპანიების ზრდა ამ მიმართულებით უკვე შიდა რესურსების გამოყენებითაც ხდება. 

დღეს მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებს შეუძლიათ თავად შექმნან ეფექტური ვიდეოები:

  • მობილურით გადაღებული
  • CapCut -ით  დამონტაჟებული
  • ბრენდის ტონალობაზე მორგებული და პლატფორმისთვის ოპტიმიზებული

რა შედეგებს იძლევა ვიდეო?

დამტკიცებულია, რომ ვიდეო პირდაპირ აისახება გაყიდვებზე და კონვერსიაზე. 

გიზიარებთ, რამდენიმე მნიშვნელოვან სტატისტიკას:

  • ვიდეოს დამატება ლენდინგ გვერდზე ზრდის კონვერსიას საშუალოდ 80%-ით
  • მარკეტერები, რომლებიც ვიდეოს იყენებენ, 49%-ით უფრო სწრაფად ზრდიან შემოსავალს მათთან შედარებით, ვინც არ იყენებს
  • მომხმარებელთა 95% ამბობს, რომ უკეთ იმახსოვრებს ინფორმაციას ვიდეოდან, ვიდრე ტექსტიდან

გამოყენების პრაქტიკული მაგალითები

  • B2C ბრენდს შეუძლია შექმნას მოკლე ვიდეოები, სადაც პროდუქტი რეალურ, ყოველდღიურ სცენარში გამოიყენება.
  • B2B კომპანია კი LinkedIn-ზე ავრცელებს მომხმარებლის შეფასებას ან ექსპერტის ხედვას - რაც ბევრად უფრო მოქმედებს აუდიტორიაზე, ვიდრე ტექსტური აღწერა.


ვიდეო აღარ არის მხოლოდ სასურველი კონტენტი. ის უკვე იქცა გაყიდვების, ნდობისა და ჩართულობის სტრატეგიულ ინსტრუმენტად.

ვიდეო კონტენტის შექმნის უნარების განვითარება გუნდში იძლევა არა მხოლოდ სწრაფ შედეგებს, არამედ გრძელვადიან უპირატესობას კონკურენციაში.

გსურთ, რომ ვიდეო გახდეს თქვენი ბრენდის ყოველდღიური ენა მომხმარებელთან?

დარეგისტრირდი კურსზე ვიდეო კონტენტის შექმნა


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები