შენი ხმა ციფრულ ხმაურში: რატომ უნდა ისწავლო ვიდეო კონტენტის შექმნა?
TikTok, Instagram, Facebook, YouTube, LinkedIn ეს ის ციფრული პლატფორმებია, რომელთაც აუდიტორია ყოველდღიურად იყენებს, როგორც გართობისთვის, ასევე ბიზნესისა და პერსონალური ბრენდინგისთვის.
სოციალურ მედიაში ვიდეო კონტენტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მისი წილი ფოტოებსა და პოსტებთან შედარებით უფრო დიდ ჩართულობასა და ინტერესს იწვევს, რაც აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში გვეხმარება.
მაგალითად, Instagram-ის მომხმარებლები დროის 50%-ზე მეტს Reels-ს უთმობენ.
გარდა ამისა, მომხმარებელთა 72%-ს ურჩევნია ინფორმაცია ვიდეოების საშუალებით გაიგონ, რადგან ვიდეო მათთვის მეტ სანდოობას იწვევს.
ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი ვიდეო კონტენტი და რა უნარებია საჭირო მისი შექმნისთვის.
კონტენტ მარკეტინგი - უფრო მეტი, ვიდრე რეკლამა
კონტენტ მარკეტინგი არის სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებულია შექმნას ღირებული, რელევანტური და თანმიმდევრული კონტენტი აუდიტორიისთვის. ეს არ არის უბრალოდ მესიჯი, რომელიც მიგაქვს ადამიანამდე, ეს არის რჩევა ან შეთავაზება შენი აუდიტორიისთვის, რაც მათთვის უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე უბრალო რეკლამა. ერთიანობაში კონტენტი აყალიბებს იმიჯსა და ნდობას, რაც გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე და ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში.
კონტენტის დიდი წილი ვიდეოს უჭირავს, ამიტომ ვიდეოს შექმნა გახდა არა მხოლოდ ტრენდი, არამედ აუცილებელი უნარი, რასაც ყველა სფეროში ითხოვენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს უფრო და უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს - რა უნარები სჭირდება და როგორ ისწავლოს ვიდეო კონტენტ მარკეტინგი.
სად გამოიყენება ვიდეო კონტენტი
განათლება, ბიზნესი, ხელოვნება, მოდა, ესთეტიკა.. დღეს ყველა სფეროში აუცილებელია ვიდეო მესიჯები, რომლებიც ქმნიან შენს ხმას ციფრულ ხმაურში.
შესაბამისად, კომპანიები ეძებენ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ მათი ხმა გააჟღეროს და აუდიტორიამდე მიიტანოს.
ვიდეო კონტენტ კრეატორები არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ნდობასა და იმიჯს ბრენდებისთვის. პროფესიონალი ვიდეო კრეატორი კი, ნამდვილად მოთხოვნადია ბაზარზე, რადგან მას უნდა შეეძლოს, როგორც სცენარის წერა, რომელიც დააინტერესებს ხალხს, ასევე გადაღება და მონტაჟი, რაც კარგ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.
რატომ არის ვიდეო კონტენტის შექმნა მომგებიანი პროფესია
ბევრი ადამიანი თვლის, რომ კარგი კრეატორისთვის აუცილებელია პროფესიონალური აღჭურვილობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
საწყის ეტაპზე, სწავლისთვისა და პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, საჭიროა მხოლოდ სმარტფონი, იდეები და სურვილი, რომ შექმნა ღირებული.
თუ ეს ყველაფერი გაქვს, იცი როგორ შექმნა სცენარი ვიდეოსთვის, დააინტერესო აუდიტორია რამდენიმე წამში, გადაიღო და დაამონტაჟო ვიდეო, მაშინ შენ შეგიძლია ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალისტი იყო.
გარდა ამისა, კრეატორობის უდიდესი პლუსია, რომ შეგიძლია იმუშაო საიდანაც გინდა, თან რამდენიმე პროექტზე ერთად.
შესაბამისად, კარგი ვიდეო კონტენტ კრეატორის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია და სამუშაო პროცესიც მუდმივად მრავალფეროვანია.