0
მენიუ
banner banner

HR მენეჯერი - ორგანიზაციული კულტურის შემქმნელი

HR მენეჯერი - ორგანიზაციული კულტურის შემქმნელი

თანამედროვე ორგანიზაციაში HR მენეჯერის როლი გაცილებით მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია, ვიდრე ოდესმე. დღეს ის ქმნის ორგანიზაციულ კულტურას და მის გადაწყვეტილებებსა და ხედვაზეა დამოკიდებული თანამშრომლების მოტივაცია და პროდუქტიულობა.

რატომ არის პროფესიონალი HR კომპანიის უდიდესი მონაპოვარი?

HR  წარმოადგენს კომპანიას და უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციას შემოუერთდეს პროფესიონალი რომელიც გუნდის საერთო ღირებულებებს გაიზიარებს. ასეთი ადამიანის მოძიება კი, დიდ ძალისხმევასა და ცოდნას მოითხოვს. 

დასაქმებულის პირველი შთაბეჭდილება იწყება HR- ის ზარიდან, სწორედ ის არის კომპანიის ხმა,  ვინც კანდიდატს უბიძგებს დაინტერესდეს შემოთავაზებით და თავისი რესურსი ამ გუნდს გაუზიაროს. ამ ძალისხმევით იქმნება გარემო, სადაც თანამშრომლები გრძნობენ მხარდაჭერას, განვითარების სურვილსა და მოტივაციას. 

HR გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამშრომლების გამოცდილებას განსაზღვრავს.

ორგანიზაციული ცვლილებები, კომუნიკაციის სტრატეგია, თანამშრომელთა onboarding პოლიტიკა, სამუშაო გრაფიკის მოქნილობა, სასწავლო ტრენინგები, ჯგუფური აქტივობები და ა.შ., ეს იმ გადაწყვეტილებების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც HR მენეჯერი იღებს და თანამშრომლის მოტივაციასა და ქმედითუნარიანობას განსაზღვრავს, რაც საბოლოოდ ორგანიზაციულ კულტურას ქმნის.


თანამშრომლების შენარჩუნება

თანამშრომელთა ხშირი გადინება კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე ცუდად აისახება, რადგან ითვლება, რომ ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ტალანტის შესანარჩუნებლად.

HR არის ის, ვინც თანამშრომლისთვის სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფს. ის ქმნის და მართავს ორგანიზაციულ კულტურას, ხელს უწყობს ჯანსაღ ურთიერთობებსა და წამახალისებელ აქტივობებს კომპანიაში. ეს ყველაფერი კი  ამაღლებს თანამშრომლის კმაყოფილების დონეს, რაც აუმჯობესებს მის პროდუქტიულობასა და სურვილს დარჩეს სამუშაო პროცესში.

თუ შენც გაინტერესებს HR მენეჯმენტი და გინდა, რომ კომპანიაში თანამშრომლების გამოცდილება უკეთესობისკენ შეცვალო, მაშინ შემოგვიერთდი HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსზე


 

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები