0
მენიუ
banner banner

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი კახეთში - ელენე ბარხუდარაშვილი

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი კახეთში - ელენე ბარხუდარაშვილი

რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“

ბლოგში გაგაცნობთ ელენე ბარხუდარაშვილს, სმარტ აკადემიის ელჩს კახეთში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.

რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?

ვიყო ჩემი რეგიონის ელჩი ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობაა, რომ კარიერული თავგადასავლების მაძიებელ ადამიანებს ახალი შესაძლებლობებისაკენ მიმავალი კარი გავუღო.

რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი?   

თანამედროვე პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჩემთვის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია. ვთვლი, რომ ციფრული სამყარო ახალგაზრდებს მრავალ შესაძლებლობასა და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოტივირებულ ადამიანებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველაზე განვითარებად და მზარდ ინდუსტრიებზე.

ამავდროულად მსურს, რომ კარიერული კონსულტირებით მეტ ადამიანს დავეხმარო კარიერული ძიების პროცესში.

შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის მოსახლეობას? 

პირველ რიგში, ამ პროექტის მთავარი მიზანია, რომ რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებას კარგად ნაცნობი ტრადიციული პროფესიების გარდა დაანახოს სხვა ალტერნატივებიც. 

რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის? 

პროფესიის დასაუფლებლად და განათლების მისაღებად ყოველწლიურად მრავალი ადამიანი ტოვებს მშობლიურ რეგიონს, რაც მრავალი სახის გამოწვევებთან არის დაკავშირებული. თუმცა, თანამედროვე პროფესიების შესწავლა და შემდგომ დასაქმება დისტანციურ რეჟიმშიც სრულიად შესაძლებელია, რაც ვთვლი, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინებას და ასევე ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარების პროცესს.


წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”

წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.

წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები