0
მენიუ
banner banner

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთში - ნინო გვაგვალია

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთში - ნინო გვაგვალია

რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“

ბლოგში გაგაცნობთ ნინო გვაგვალიას, სმარტ აკადემიის ელჩს სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.

რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?

რეგიონის ელჩობა ჩემთვის ნიშნავს შესაძლებლობას, გავაგრძელო ის საქმე, რასაც წლებია ვაკეთებ – რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერება, მათი პოტენციალის წარმოჩენა და ადგილობრივი რესურსების უკეთ გამოყენება.

ამ როლში ვხედავ შესაძლებლობას, ჩემი გამოცდილებით და ენთუზიაზმით შევუწყო ხელი რეგიონის განვითარებას, დავეხმარო ახალაგაზრდებს გააკეთონ გაცნობიერებული პროფესიული არჩევანი და ხელი შევუწყო მათ ჩართულობას ცვლილებების პროცესში.

რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი? 

როგორც რეგიონის ელჩის, ჩემი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყო რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერებას – განსაკუთრებით იმ ჯგუფების, რომლებსაც ხშირად აკლდებათ წვდომა განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ამ როლში ვხედავ შესაძლებლობას, დავაკავშირო ადგილობრივი პოტენციალი იმ რესურსებთან, რაც არსებობს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩემი საქმიანობა და პლატფორმა RESTART სწორედ ამ მისიის გარშემოა შექმნილი – დავეხმაროთ ადამიანებს იპოვონ საკუთარი გზა, გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები და დაინახონ საკუთარი როლი რეგიონის განვითარების პროცესში .

შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის საზოგადოებას? 

პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმაციის, განათლებისა და განვითარების რესურსებზე წვდომაში, რაც დღესაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება რეგიონში. ასევე გაჩნდება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, მიიღონ მხარდაჭერა, იპოვონ ახალი პროფესიული გზები და გაძლიერდნენ როგორც პიროვნულად, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.

რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის?

პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის, რადგან ის პასუხობს სწორედ იმ საჭიროებებს, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება – რეგიონში არსებული მწირი განვითარების შესაძლებლობები, ნაკლები წვდომა რესურსებზე და მოტივაციის ნაკლებობა, რომელიც გამოწვეულია ეკონომიკური თუ სოციალური ბარიერებით.

როგორც რეგიონის ელჩის, ჩემი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყო რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერებას – განსაკუთრებით იმ ჯგუფების, რომლებსაც ხშირად აკლდებათ წვდომა განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე.


წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”

წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.

წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.



სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები