გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი აჭარაში - მარიამ ბოსტაშვილი
რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“
ბლოგში გაგაცნობთ მარიამ ბოსტაშვილს, სმარტ აკადემიის ელჩს აჭარაში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.
რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?
პროექტის ელჩობა ჩემთვის არის არა მხოლოდ როლი, არამედ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია. პროექტში ჩართულობა მაძლევს შესაძლებლობას მივიღო აქტიური მონაწილეობა რეგიონში მცხოვრები საზოგადოების პროფესიულ განვითარებაში, ხელი შევუწყო მათ თანამედროვე პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიღებაში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით.
რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი?
ჩემი მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს გავაცნო ახალი და პერსპექტიული პროფესიული შესაძლებლობები, გავუზიარო პრაქტიკული რჩევები და კურსები, რომლებიც დაეხმარებათ კარიერული ზრდისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში.
შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის საზოგადოებას?
პროექტი რეგიონის საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობაა. ახალგაზრდებში ციფრული და მომავლის პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება განაპირობებს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პრაქტიკული გამოცდილების ზრდას. პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოების გააქტიურებას და მოქალაქეების ჩართულობის ზრდას.
რეგიონის მოსახლეობა გახდება მეტად ინფორმირებული, მოტივირებული და მზად ციფრული ცვლილებების მისაღებად. ბიზნესები აიყვანენ კვალიფიციურ თანამშრომლებს უშუალოდ რეგიონიდან, რაც შეამცირებს თანამშრომელთა დეფიციტს, გააუმჯობესებს პროდუქტებისა და სერვისების ხარისხს და შექმნის მდგრად, პროგრესულ საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც ინოვაცია და თანამშრომლობა იქნება ძირითადი ღირებულებები.
რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის?
პროექტი შექმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას. ციფრული და მომავლის პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ხარისხიანი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება. შედეგად, რეგიონში ჩამოყალიბდება კონკურენტული გარემო, რაც ადგილობრივ ბიზნესებს თანამშრომელთა დეფიციტის გარეშე ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”
წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.
წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.