გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი მცხეთა-მთიანეთში - ნინო ეგიაზაროვი
რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“
ბლოგში გაგაცნობთ ნინო ეგიაზაროვს, სმარტ აკადემიის ელჩს მცხეთა-მთიანეთში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.
რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?
ჩემთვის ჩემი რეგიონის ელჩობა ნიშნავს განვითარებას, როგორც რეგიონისა და იქ მყოფი საზოგადოების, ისე საკუთარი თავის. ელჩის როლში, საშუალება მეძლევა მრავალ ადამიანს მივაწვდინო ხმა ისეთ საინტერესო შესაძლებლობებზე, რომლებზეც შესაძლოა წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ.
რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი?
ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, მთავარი მიზანია, რეგიონის მოსახლეობას დავანახო კარიერული განვითარების მრავალი შესაძლებლობა, დავეხმარო მათ საკუთარი ნიჭისა და ინტერესების პოვნაში.
შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის საზოგადოებას?
პროექტის საშუალებით რეგიონის მოსახლეობას ექნება წვდომა მეტ ინფორმაციაზე სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირებით. ეს პროექტი დაეხმარება მათ საკუთარი ინტერესების უკეთ შეცნობაში, მოტივაციის ამაღლებასა და განვითარებაში. ვთვლი, რომ რეგიონებისთვის მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყველა ახალგაზრდას არ აქვს წვდომა ისეთ რესურსებზე, რაც დიდ ქალაქებში შესაძლოა უფრო მარტივად ხელმისაწვდომი იყოს.
რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის?
ვთვლი, რომ რეგიონებისთვის მსგავს პროექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ რეგიონებში ყველა ახალგაზრდას არ აქვს ისეთ რესურსებზე წვდომა როგორზეც, ვთქვათ, დიდ ქალაქებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ. ეს პროექტი კი სწორედ ამ განსხვავებას ამცირებს და ამასთანავე ახალგაზრდებს საკუთარი თავის განვითარების დიდ საშუალებას აძლევს.
წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”
წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.
წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.