0
მენიუ
banner banner

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი მცხეთა-მთიანეთში - თამარ ზვიადაური

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი მცხეთა-მთიანეთში - თამარ ზვიადაური

რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“

ბლოგში გაგაცნობთ თამარ ზვიადაური, სმარტ აკადემიის ელჩს მცხეთა-მთიანეთში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.

რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?

ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია.

რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი?

ჩემი მთავარი მიზანი იქნება ამ პროექტით დაინტერესებულ პირებთან ვიყო აქტიურ კომუნიკაციაში და მუდმივ მზადყოფნაში, მივაწოდო მაქსიმალური ინფორმაცია თანამედროვე პროფესიებზე, საჭიროებისამებრ დავეხმარო კარიერულ განვითარებაში.

შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის საზოგადოებას? 

პროექტი სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, აღმოაჩინონ მომავლის პროფესიები, გააღრმაონ ცოდნა და გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევის ან ბიზნესის განვითარების გზაზე.

პროექტი დაეხმარება საზოგადოებას დროულად დაინახოს და აღმოაჩინოს პროფესია, რომელზეც შესაძლოა აქამდე არ ჰქონდა სრული ინფორმაცია და სწორედ ეს გახდეს გადამწყვეტი, საწყის ეტაპზე, კარიერის დაგეგმვაში. 

რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის?

რეგიონებისთვის აღნიშნული პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პასუხობს რეგიონებში არსებულ  გამოწვევებს და რეალურად  უხსნის გზას საზოგადოებას უფრო ფართოდ იფიქრონ და დასახონ სამომავლო გეგმები.


წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”

წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.

წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები