გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი მცხეთა-მთიანეთში - ეკატერინე ელიაშვილი
რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“
ბლოგში გაგაცნობთ ეკატერინე ელიაშვილს, სმარტ აკადემიის ელჩს მცხეთა-მთიანეთში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.
რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?
რეგიონის ელჩობა ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას და შესაძლებლობას, რომ წვლილი შევიტანო ჩემი რეგიონის განვითარებაში.
რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი?
როგორც ელჩის, ჩემი მთავარი მიზანია რეგიონის მოსახლეობის გააქტიურება, ინფორმაციის გავრცელება თანამედროვე პროფესიების შესახებ და მათი ჩართვა საინტერესო შესაძლებლობებში.
შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის მოსახლეობას?
ვფიქრობ, ეს პროექტი რეგიონს დაეხმარება, რადგან გააძლიერებს საზოგადოებას, მისცემს მათ განათლების მიღების და ჩართულობის შანსს, რაც მთლიანად საზოგადოებას წაადგება.
რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის?
მჯერა, რომ რეგიონებისთვის ასეთ პროექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ხელს უწყობენ განათლებას, თვითგანვითარებას და უკეთეს მომავალს.
მცხეთა-მთიანეთის ელჩობა ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას და შესაძლებლობას, რომ წვლილი შევიტანო ჩემი რეგიონის განვითარებაში. როგორც ელჩის, ჩემი მთავარი მიზანია, რეგიონში მცხოვრები საზოგადოების გააქტიურება, ინფორმაციის გავრცელება თანამედროვე პროფესიების შესახებ და მათი ჩართვა საინტერესო აქტივობებში.
წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”
წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.
წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.