გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი იმერეთში - ეთია გოგალაძე
რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“
ბლოგში გაგაცნობთ ეთია გოგალაძეს, სმარტ აკადემიის ელჩს იმერეთში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.
რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ჩემი რეგიონის ელჩი და ვიზრუნო თანამედროვე პროფესიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. ვიცნობ ჩემი რეგიონის გამოწვევებსა და საჭიროებებს, შესაბამისად, ვფიქრობ კარგად გავართმევ თავს ამ შესანიშნავ შესაძლებლობას.
რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი?
ჩემი მიზანია ავამაღლო ცნობიერება პროფესიულ განვითარებასა და შესაძლებლობებზე, ასევე დავეხმარო მათ, ვისაც სჭირდება ინფორმაცია თანამედროვე პროფესიებზე, მის შერჩევასა და აქტუალობაზე.
შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის საზოგადოებას?
ვფიქრობ, ძალიან საჭირო და აუცილებელი პროექტია, რომელიც იზრუნებს თანამედროვე პროფესიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე და დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება სწორ დროს სწორი ინფორმაცია მიიღოს.
რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის?
რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას პროფესიული განვითარების საკითხი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და რესურსის სიმცირის გამო. მივესალმები სმარტ აკადემიის წამოწყებას, ვეცდები, რომ მაქსიმალური კონცენტრაციითა და ჩართულობით დავეხმარო ტალანტებს გამოწვევების აღმოფხვრაში და წვლილი შევიტანო, მათ პროფესიულ ზრდაში.
პროექტი დაეხმარება მათ, ვისაც თანამედროვე პროფესიაში სურს განვითარება და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია. ელჩები აკადემიასთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ ხელი შევუწყოთ ტალანტებს პროფესიულ ზრდაში, გავუმარტივოთ გადაწყვეტილებების მიღება და დავეხმაროთ კარიერული ნაბიჯების გადადგმაში. გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების დროა!
წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”
წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.
წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.