0
მენიუ
banner banner

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის დიზაინში – როგორ მოქმედებს ფერები ჩვენს განწყობაზე?

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის დიზაინში – როგორ მოქმედებს ფერები ჩვენს განწყობაზე?

ინტერიერი მხოლოდ ავეჯი და დეკორი არ არის — ის ჩვენი განწყობის, ენერგიისა და კომფორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რაც ინტერიერის დიზაინში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის ფერი.

ფერი არ არის მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტა. ის რეალურად მოქმედებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, შთაგონებაზე და იმაზე, როგორ ვგრძნობთ თავს საკუთარ სივრცეში. სწორად შერჩეული ფერებით შესაძლოა ოთახის გარდასახვა დასვენებისა და სიმშვიდის, ან პირიქით — მოტივაციისა და აქტივობის ზონად.

ეს არის ერთ-ერთი ის თემა, რომელსაც დეტალურად განვიხილავთ ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტის კურსზე — როგორ შევარჩიოთ ფერები ისე, რომ სივრცე იყოს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციურიც.


როგორ მოქმედებს ფერები ჩვენს განწყობაზე?

? ლურჯი 

ლურჯი ფერი ხშირად ასოცირდება სიმშვიდესთან. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს სტრესს და ხელს გვიწყობს ფოკუსის შენარჩუნებაში.

გამოიყენება: საძინებელი, სამუშაო ოთახი, აბაზანა.

? მწვანე

მწვანე დაკავშირებულია ბუნებასთან, სიწმინდესა და სიცოცხლესთან. მას აქვს მამოტივირებელი და ერთდროულად დამამშვიდებელი ეფექტი.

გამოიყენება: მისაღები, ოფისი, მყუდრო კუთხეები.

? წითელი

წითელი აქტიური და ენერგიული ფერია, რომელიც ძლიერ ემოციებს იწვევს.

გამოიყენება: დეკორატიულ დეტალებში, მაგ: ბალიშებზე.

⚠️ მთლიანად წითელი კედლები შეიძლება გადატვირთული აღმოჩნდეს ყოველდღიურ სივრცეში.

? ყვითელი 

ყვითელი ასოცირდება მზესთან, ბედნიერებასა და ენერგიასთან. ის სივრცეს აცოცხლებს.

გამოიყენება: სამზარეულო, სასადილო ზონა, ბავშვების ოთახი.

თეთრი 

თეთრი ფერი სივრცეს უფრო ნათელს და სუფთას ხდის. თუმცა თუ მას სწორად არ დააბალანსებ, შეიძლება ცივად და უგრძნობლად აღიქმებოდეს.

მაგალითად: თეთრი + თბილი ხის დეტალები = მყუდრო, მინიმალისტური ინტერიერი.

შავი 

შავი ქმნის სოლიდურობას ინტერიერში. ის უნდა გამოიყენო მცირე დოზებით, სწორად დაბალანსებულად.

გამოიყენება: დეკორატიულ დეტალებში, მაგ: კედლის ნაწილზე, ავეჯში.


რა გეცოდინება და რის გაკეთებას შეძლებ სმარტ აკადემიის ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტის კურსის გავლის შემდეგ?

არქიტექტურის და დიზაინის ძირითადი პრინციპები: შეისწავლი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებსა და მათ ურთიერთკავშირს.
პროგრამები: დაეუფლები ARCHICAD-ს, 3Ds Max-ს და Sketchup პროგრამებს, რაც დაგეხმარება პროექტების ეფექტურად შექმნასა და ვიზუალიზაციაში.
ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა: შეისწავლი, როგორ უნდა მოამზადო და მართო ტექნიკური დოკუმენტაცია.
სტილისტიკის ცოდნა: შეძლებ დაარეგულირო და გაარჩიო სხვადასხვა დიზაინის სტილები და მათი მახასიათებლები.
კომუნიკაციის უნარები: შეისწავლი, როგორ უნდა გქონდეს კომუნიკაცია დამკვეთებთან, შოურუმებთან და სავაჭრო ობიექტებთან.
პროექტის მართვა: შეძლებ პროექტების მართვას, მათ შორის ეტაპებად დაყოფასა და დროის მენეჯმენტს.
ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტირება: დაეუფლები პროექტის ხარჯთაღრიცხვასა და ფინანსური დაგეგმვის პროცესებს.
პერსონალური ბრენდის შექმნა: შეძლებ საკუთარი პროფესიული ბრენდის განვითარებას და სოც. მედიის ეფექტურ გამოყენებას.

ტენდენციების ანალიზი: შეისწავლი, დიზიანის სფეროს ტენდეციების ანალიზსა და პროგნოზირებას.

ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტის კურსზე რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ სფეროთი ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.


წაიკითხე:
 ვინ გასწავლის ინტერიერის დიზაინსა და მენეჯმენტს სმარტ აკადემიაში.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები