0
მენიუ
banner banner

ინტერვიუ SCRUM PRODUCT OWNERSHIP/PRODUCT MANAGEMENT-ის კურსის ლექტორთან - თორნიკე სუბელიანი

ინტერვიუ SCRUM PRODUCT OWNERSHIP/PRODUCT MANAGEMENT-ის კურსის ლექტორთან - თორნიკე სუბელიანი

ამ ინტერვიუში გაგაცნობთ პროფესიონალს, რომელმაც კარიერული გზა ფინანსების სფეროში დაიწყო, თუმცა მალევე გადაინაცვლა იმ მიმართულებაში, სადაც სტრატეგია, ტექნოლოგია, მარკეტინგი და მომხმარებლის საჭიროებები ერთმანეთთან იკვეთება.

Scrum Product Ownership/Product Management-ის კურსის ლექტორი, თორნიკე სუბელიანი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას — როგორ აღმოჩნდა Product Owner-ის როლში, რა გამოწვევებს შეხვდა და როგორ გადალახა ისინი.

გაგვიზიარე შენი კარიერული გზა: როგორ აღმოჩნდი PRODUCT MANAGEMENT-ის სფეროში და კონკრეტულად — PRODUCT OWNER-ის როლში? 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ Product Management-ში შემთხვევით აღმოვჩნდი. კარიერის დასაწყისში ძალიან მაინტერესებდა ფინანსები — ჩემი განათლებაც ამ მიმართულებით იყო და ბუნებრივად ვეძებდი ასეთივე პროფილის სამუშაოს. მაგრამ ერთ დღეს აჭარაბეთში მარკეტინგის გუნდში გამოჩნდა საინტერესო ვაკანსია, რომელიც პროდუქტთან იყო დაკავშირებული. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, როგორ წარიმართებოდა ყველაფერი — მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ როლის ინტერესი მქონდა. ხშირმა გადაკვეთამ ბიზნესთან, მარკეტინგთან, ტექნოლოგიებთან, და მომხმარებელთან, სრულიად სხვა ტიპის აზროვნება ჩამომიყალიბა.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები PRODUCT OWNER-ის როლში და როგორ გაუმკლავდი მათ?

გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი გამოწვევა თვითონ როლის მორგება იყო — როცა პირველად დავიწყე Product Owner-ად მუშაობა, საერთოდ არ მქონდა გამოცდილება ამ კონკრეტულ მიმართულებაში. მაგრამ რაც მქონდა, იყო სწორი სქილ-სეტი: კომუნიკაცია, ანალიტიკა, ცნობისმოყვარეობა და თვითსწავლის უნარი.

ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ სტარტაპში დავიწყე ამ როლის დაუფლება და იქ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მქონდა, ვიდრე სტაბილურ კორპორაციულ გარემოში. სიურპრიზები ყოველდღე იყო — ფუნქციონალების დაგეგმვასთან ერთად, ზოგჯერ გუნდი უნდა დაგემოტივირებინა, ზოგჯერ მომხმარებელთან გესაუბრა პირდაპირ და ზოგჯერ ხელშეკრულება დაგედო პარტნიორთან. სწორედ ეს მრავალფეროვნება გახდა ჩემი სწრაფი განვითარების მიზეზი.

მოგვიყევი ერთ გამორჩეულ პროექტზე 

ყოველთვის ის პროდუქტია ჩემთვის ყველაზე საინტერესო, რაზეც იმ მომენტში ვმუშაობ. ამჟამად ვხელმძღვანელობ საინვესტიციო მოდულის განვითარებას, რომელიც საქართველოს ბანკის მობილბანკიდან პირდაპირ წვდომას აძლევს მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებელი საქართველოში, საკუთარი მობილურით, უშუალოდ ყიდულობს ცნობილი კომპანიების აქციებს.

ეს არის უნიკალური პროექტი ტექნიკური კუთხითაც — გვაქვს API ინტეგრაცია ამერიკელ პარტნიორთან და პრაქტიკულად fintech გამოცდილება მიგვაქვს ყოველდღიურ მომხმარებლამდე. პროდუქტი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, რაც ნიშნავს, რომ დიდი „unrealized value“ აქვს. ეს მას ყოველდღიურად საინტერესოს და გამოწვევებით სავსეს ხდის.

როგორ შეაფასებდი SCRUM მეთოდოლოგიის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში – რა იყო ძირითადი ბარიერები ამ პროცესში და რას მიიჩნევ აქამდე მიღწეულ უმნიშვნელოვანეს წარმატებად?

Scrum-ის დანერგვა საქართველოში უკვე დაწყებულია, მაგრამ, როგორც ყველგან, აქაც თავისი სპეციფიკური გამოწვევები აქვს. მთავარი ბარიერები ხშირად კულტურულია — ტრადიციულად კომპანიები მიჩვეული არიან იერარქიულ მართვას, სტრუქტურულად მკაცრ პროცესებს და გადაწყვეტილებების ზემოდან ქვემოთ მიღებას.

Scrum კი საჭიროებს სირთულისა და არასტაბილურობის მიღებას, დელეგირებას, ღია კომუნიკაციას და პროცესების გამჭვირვალეობას. აქედან გამომდინარე, ზოგი გუნდი ფორმალურად გადადის Agile-ზე, მაგრამ სინამდვილეში Waterfall-ში რჩება.

მაგრამ იმედს მაძლევს ის, რომ სულ უფრო მეტი კომპანია ხდება მომხმარებელზე ორიენტირებული და ქმნის მოქნილი პროდუქტების ღირებულებას.

ვისთვის არის SCRUM PRODUCT OWNERSHIP/PRODUCT MANAGEMENT-ის კურსი?

ეს კურსი პირველ რიგში დამწყებთათვის არის — მათთვის, ვინც ახლახან დაინტერესდა ამ მიმართულებით და სურს, სწორად დაიწყოს. ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს სტრატეგიაზე ფიქრი, გუნდებთან ურთიერთობა და რეალური ღირებულების შექმნა.

თუ გინდა ერთ კონკრეტულ პროდუქტზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ ამასთან ერთად გესმოდეს მომხმარებელი, ბიზნესი და ტექნოლოგია — მაშინ ეს კურსი ზუსტად შენთვისაა.

ასევე, კურსი დაგეხმარება არსებული ცოდნის სტრუქტურირებაში თუ უკვე მუშაობ სხვა პროფესიით, მაგრამ გინდა სისტემური განახლება და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის მიღება.

რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ SCRUM PRODUCT OWNERSHIP/PRODUCT MANAGEMENT-ის კურსზე დარეგისტრირებას?

მათ, ვინც ფიქრობს — „შესაფერისი ვარ?“ ან „შევძლებ?“ — გირჩევთ, რომ არ გადადოთ ხვალისთვის. თუ ინტერესი გაქვთ, ყველაფერი გამოგივათ.

პროდუქტის მენეჯმენტი არ არის მხოლოდ ტექნიკური პროფესია — ესაა კომბინაცია: კომუნიკაციის, აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, ლიდერობის.

თუ გსურთ სამყაროში რეალური ღირებულება შექმნათ — ეს პროფესია თანამედროვე ეპოქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოქნილია.

და რაც მთავარია — სწავლისას არ დარჩებით მარტო: ამ კურსში ბევრ პრაქტიკულ მაგალითს, რჩევას და მხარდაჭერას მიიღებთ — გუნდისგან და მენტორისგან.


Scrum Product Ownership/Product Management-ის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები