0
მენიუ
banner banner

რა არის ნეირომარკეტინგი და რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანამედროვე მარკეტერებისთვის

რა არის ნეირომარკეტინგი და რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანამედროვე მარკეტერებისთვის

ნეირომარკეტინგი არის მარკეტინგის დარგი, რომელიც მომხმარებელთა ქცევას ნეირომეცნიერული კვლევების გამოყენებით აკვირდება, რაც მიზნად ისახავს მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და გაყიდვების გაზრდას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეირომარკეტინგი ნეირომეცნიერებასა და მარკეტინგს აერთიანებს. სწორედ აქ ხდება მარკეტინგი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერება.

რამდენ მარკეტინგის მენეჯერს შეუძლია, გულწრფელად თქვას, რომ იცნობს და ესმის სამიზნე აუდიტორიის?

თქვენ შეიძლება მათი სქესი, ასაკი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები იცოდეთ, მაგრამ ნამდვილად იცით, რა უბიძგებს მათ თქვენი პროდუქტის ყიდვისკენ?
სიმართლე ისაა, რომ მომხმარებელთა უმეტესობამ თვითონაც არ იცის, რატომ ყიდულობს ამა თუ იმ პროდუქტს.
ადამიანის ტვინის შესახებ ჩატარებული სამეცნიერო კვლევა აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებების 95% ქვეცნობიერი სურვილებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე დიდ როლს ემოცია თამაშობს, რომელსაც ლოგიკით ვამართლებთ.

როგორ მუშაობს ნეირომარკეტინგი?

ნეირომარკეტინგულ კვლევაში გამოყენებულია ტექნოლოგიები, რომლითაც ტვინის აქტივობას და ბიომეტრიას (გულისცემა, თვალის მოძრაობა, EEG წარმოდგენა და ტვინის fMRI სკანირება, გალვანური კანის რეაქცია, სახის კოდირება და ა.შ.) აკვირდებიან. მიღებული შედეგებით კი, მარკეტინგულ შეტყობინებებზე ადამიანების ფიზიოლოგიურ რეაგირებას საზღვრავენ.

ნეირომარკეტინგული კვლევის შედეგები ასეთია:

  • ადამიანებს ძირითადად, ემოციები ამოძრავებთ და არა ლოგიკა (მაგრამ ჩვენს ემოციურ სიგნალებს ლოგიკური მიზეზებით ვამართლებთ); 
  • გადაწყვეტილებების 95% ქვეცნობიერად მიიღება;
  • ტკივილის თავიდან აცილება უფრო ძლიერი მოტივატორია, ვიდრე სიამოვნების ძიება;
  • სოციალური ნორმები, როგორიცაა ორმხრივი ურთიერთობა, ავტორიტეტი და სოციალური მტკიცებულება, გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე;
  • გარკვეული ფერები განსაკუთრებულ ემოციურ რეაქციას იწვევს;
  • ვიზუალები უფრო სწრაფად აღიქმება, ვიდრე სიტყვები.
  • ლამაზი ქალების, ბავშვებისა და ლეკვების სურათები ყველასთვის მიმზიდველია;
  • დამრგვალებული რიცხვებით დაწერილი ფასები (მაგალითად, 100 ლარი) უფრო მარტივად აღსაქმელია, თუმცა 99,99 ლარი უკეთეს შეთავაზებად ითვლება;
  • წერილის პირველი და ბოლო წინადადება შეტყობინების კონტექსტის ჩამოსაყალიბებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

განსხვავება ტრადიციულ მარკეტინგსა და ნეირომარკეტინგს შორის

ტრადიციული მარკეტინგი იკვლევს მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შეგნებული თვალსაზრისით. ხოლო, ნეირომარკეტინგი მიზნად ისახავს მომხმარებლის ქცევის გაგებას, მისი ქვეცნობიერის გამოკვლევით. 

ჩვეულებრივი მარკეტინგული კვლევის პრობლემა ისაა, რომ მომხმარებელი დიდწილად ეყრდნობა საკუთარ ფიქრებს, გრძნობებსა და რწმენას, თუმცა ზოგჯერ, შეიძლება ერთი შეხედულება შეგნებულად გვქონდეს, ხოლო ქვეცნობიერად საწინააღმდეგოსი გვჯეროდეს. ამას კოგნიტური დისონანსი ჰქვია.

ეს არ ნიშნავს, რომ ფარისევლები ვართ. ჩვენ უბრალოდ, ოპოზიციური არსებები ვართ, განსხვავებული სურვილებით.

სწორედ ამიტომ, ტრადიციული მარკეტინგული კვლევების შედეგებს ბრმად ვერ ვენდობით. ნეირომარკეტინგი ტრადიციულ კვლევას ავსებს იმ ინფორმაციით, რომელიც ძველმოდური ტექნიკის საშუალებით არ მიიღება. 

ნეირომარკეტინგის მნიშვნელობა ციფრულ მარკეტინგსა და ელექტრონულ კომერციაში

ნეირომარკეტინგი საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ და შეცვალოთ მომხმარებლის ქცევა. ქცევით მეცნიერებებზე ფოკუსირებით, შეგიძლიათ შეგნებული გადაწყვეტილებების გვერდის ავლით გამოავლინოთ ის ავტომატური რეაქციები, რაც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. 

მარტივად რომ ვთქვათ, ნეირომეცნიერული კვლევა ეხმარება მარკეტინგის მენეჯერებს უკეთ გაიგონ სამიზნე აუდიტორიის სურვილები, მაშინ როცა სამიზნე აუდიტორიამ, თავადაც არ იცის, რა უნდა ქვეცნობიერში.

ჩვენს დროში, როცა დღეში არაერთ მარკეტინგულ შეტყობინებას ვიღებთ, ნეირომარკეტინგის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და მარკეტინგის მენეჯერებისთვის ამ დისციპლინის შესწავლა აუცილებელი ხდება. ნეირომარკეტინგის გამოყენება მათ მუშაობას უფრო ეფექტიანს, საინტერესოსა და ღრმას ხდის, რაც გაყიდვებზე აისახება. შესაბამისად, ნეირომარკეტინგის მცოდნე კადრები კომპანიისთვის დიდი უპირატესობაა. საქართველოში ამ ყველაფრის შესწავლა მხოლოდ სმარტ აკადემიაში შეგიძლიათ, კურსზე - ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ფსიქოლოგია. კურსს მეცნიერებათა დოქტორი ნეიროფსიქოლოგიაში - მალხაზ მაყაშვილი და ბიზნეს ტრენერი - ლაშა მიქიაშვილი უძღვებიან. 

კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ. 




სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები