0
მენიუ
banner banner

5 შეცდომა, რომელსაც კომპანიები სტრატეგიული დაგეგმვისას უშვებენ

5 შეცდომა, რომელსაც კომპანიები სტრატეგიული დაგეგმვისას უშვებენ

სტრატეგიული დაგეგმვა ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვისაა აუცილებელი. თუმცა, ყველაზე გამოცდილი ბიზნეს ლიდერებიც კი ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომლებიც ხელს უშლის სტრატეგიის ეფექტურ განხორციელებას. 

ბლოგში მოგიყვები 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, რომელთა თავიდან არიდებაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

სტრატეგიის რეალობაში განხორციელების უგულებელყოფა

ბევრი კომპანია ქმნის გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმებს, მაგრამ რეალურად არ მოქმედებს მათ შესაბამისად. თუ სტრატეგია პრაქტიკაში არ განხორციელდა, ის უბრალოდ უსარგებლო დოკუმენტია. აუცილებელია, რომ სტრატეგია რეალურ პროცესებში ინტეგრირდეს და გუნდის ყოველდღიური მუშაობის ნაწილი გახდეს.

არასწორად განსაზღვრული მიზნები

ბევრ ორგანიზაციას არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები ან ისინი ზედმეტად აბსტრაქტულია. მაგალითად, "გვსურს ბაზარზე ლიდერობა" არ არის სტრატეგია – ეს მხოლოდ სურვილია. სწორი მიზნები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი და მიღწევადი.

სტრატეგიული გეგმის ადაპტაცია

ბიზნეს გარემო მუდმივად იცვლება და კომპანიები, რომლებიც ძალიან მკაცრად მიჰყვებიან წინასწარ განსაზღვრულ გეგმას, ხშირად კარგავენ მოქნილობას. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია ადაპტირდეს ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესაბამისად.

თანამშრომლების ჩართულობის უგულებელყოფა

თუ სტრატეგიას მხოლოდ მენეჯერები ადგენენ და თანამშრომლებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, მისი წარმატებით განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა. სტრატეგიული გეგმები ეფექტურია მაშინ, როდესაც ისინი ორგანიზაციის ყველა დონეზე კომუნიკაციას და თანამშრომლობას ეფუძნება.

მიღწეული შედეგების არასაკმარისი ანალიზი

ბევრი კომპანია ქმნის სტრატეგიას, მაგრამ არ აქვს მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაეხმარება შედეგების გაზომვაში. სტრატეგია არ არის ერთჯერადი პროცესი – ის მოითხოვს მუდმივ შეფასებას და გაუმჯობესებას.

როგორ ავირიდოთ ეს შეცდომები?

აღნიშნული შეცდომები არა მხოლოდ სტარტაპების, არამედ გამოცდილი მენეჯერებისა და კორპორატიული ლიდერებისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შევქმენით კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისა და აღსრულების კურსი, რომელიც გასწავლის:

  • სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობასა და მის როლს ორგანიზაციის წარმატებაში.
  • სტრატეგიული ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორიცაა SWOT, PESTEL და Porter's Five Forces. 
  • ორგანიზაციის მკაფიო ხედვის, მისიისა და ძირითადი ღირებულებების განსაზღვრას.
  • გარემოს სკანირებისა და ინდუსტრიის ანალიზის ჩაატარებას რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის.
  • SWOT ანალიზის და რესურსებზე დაფუძნებული პერსპექტივის (RBV) გამოიყენებას შიდა შესაძლებლობების შესაფასებლად.
  • სტრატეგიული რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას ISO 9001 სტანდარტზე დაფუძნებული რისკების მართვის პრაქტიკის გამოყენებით.
  • სტრატეგიის, ოპერაციულ აქტივობებად ეფექტურ თარგმნას, მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე დელეგირებას და შესრულების პროგრესზე დაკვირვებას.
  • სტრატეგიული გეგმების წარმატებით შემუშავებისა და აღსრულებისთვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

დარეგისტრირდი კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისა და აღსრულების კურსზე და შექმენი მდგრადი სტრატეგია შენი კომპანიისთვის.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები