რატომ სჭირდებათ კომპანიებს ბიზნეს სტრატეგია I რეალური წარმატების ქეისები
ხშირად ჰგონიათ, რომ ბიზნეს სტრატეგია მხოლოდ დიდ კომპანიებს სჭირდებათ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მცირე კომპანიები ბიზნეს სტრატეგიის საშუალებით, უფრო ეფექტურად მართავენ რესურსებს, არიან კონკურენტუნარიანები ბაზარზე და აღწევენ გრძელვადიან წარმატებას. სტრატეგია - ეს სამოქმედო გეგმაა, რომელიც კომპანიებს ეხმარება მიაღწიონ მიზნებს და მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი ძლიერი მხარეები.
რატომ სჭირდებათ კომპანიებს ბიზნეს სტრატეგია?
მიზნის განსაზღვრა:
სტრატეგია კომპანიებს არა მხოლოდ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელებაში ეხმარება, არამედ სამომავლო გეგემების დასახვაშიც. სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბება კომპანიას ეხმარება წარმატებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაში.
მაგალითი: Warby Parker-ის წარმატება პირდაპირ დაკავშირებულია მათ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან. როდესაც კომპანიამ საქმიანობა დაიწყო, მათ გამოიკვლიეს, რომ კონვენციური სათვალეების ბაზარზე მაღალი ფასები იყო. შესაბამისად, შექმნეს ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს დაბალფასიან, თუმცა ხარისხიან სათვალეებს სთავაზობდა. ამასთან ერთად, კომპანიამ შექმნა უნიკალური ონლაინ გაყიდვების მოდელი, რომელიც მომხმარებელს სახლში მიტანის და სათვალეების "მოზომვას" სთავაზობდა. ამ სტრატეგიის საშუალებით, კომპანიამ ბაზარზე სწრაფად დაიმკვიდრა მოწინავე პოზიცია.
დროისა და რესურსების ეფექტური მართვა:
კომპანიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რესურსების სწორად მართვაა, ამიტომ ყოველი ნაბიჯი კარგად უნდა გათვალონ. სტრატეგიის შემუშავება მათ ხელს უწყობს რესურსების სწორად განაწილებასა და დროის ეფექტურად დახარჯვაში.
მაგალითი: Airbnb მცირე ბიუჯეტით შეიქმნა, თუმცა სწორი სტრატეგიის შექმნამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა მაქსიმალურად გამოეყენებინა არსებული რესურსები, განსაკუთრებით მარკეტინგში. Airbnb-მ დაიწყო მომხმარებელთა გამოცდილების და ციფრული მარკეტინგის აქტიური გამოყენება, რათა პლატფორმა პოპულარული გაეხადა. ამ სტრატეგიამ კომპანიას სწრაფი ზრდა და ბაზარზე მოწინავე პოზიცია მოუტანა.
კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება:
სტრატეგია არა მხოლოდ კომპანიის ზრდას განაპირობებს, არამედ ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნებაშიც ეხმარება. როდესაც კომპანიას არ აქვს სტრატეგია, შესაძლოა დაკარგოს თავისი უნიკალური მახასიათებლები და ვერ მიაღწიოს წარმატებას.
მაგალითი: Nike-ის წარმატება პირდაპირ იყო დამოკიდებული მათ სტრატეგიულ ხედვაზე. კომპანიის "Just Do It" კამპანია, რომელიც არა მხოლოდ სპორტულ ტანსაცმელს, არამედ ცხოვრების სტილს და ღირებულებებსაც ეხებოდა, შექმნა ძლიერი ემოციური კავშირი მომხმარებლებთან.
კრიზისების მართვა:
სტრატეგია არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებისთვის არის საჭირო, არამედ კრიზისების სამართავადაც. კომპანიები ხშირად გადიან რთულ პერიოდებს, მაგრამ სწორად დაგეგმილი სტრატეგია მათ საშუალებას აძლევს გადალახონ დაბრკოლებები და კვლავ განვითარებაზე ფოკუსირდნენ.
მაგალითი: 2008 წელს, როდესაც Starbucks-ს უწევდა კრიზისის გადალახვა, კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სტრატეგიის ცვლილება იყო საჭირო. ახალი სტრატეგიით, კომპანიამ განაახლა თავისი მაღაზიები, შემოიტანა ახალი პროდუქტები და გააუმჯობესა მომხმარებლებთან ურთიერთობა. ამ სტრატეგიამ შეძლო კომპანიის განვითარება და კიდევ უფრო პოპულარული გახადა ბრენდი მომხმარებლებს შორის.
სტრატეგია არა მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის, არამედ მცირე კომპანიებისთვისაც კრიტიკული მნიშვნელობისაა. სტრატეგიული ხედვა ეხმარება კომპანიებს ყოველდღიური პროცესების მართვასა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში.
თუ გსურს ჩამოაყალიბო და განახორციელო სტრატეგია შენს კომპანიაში, მაშინ დარეგისტრირდი კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისა და აღსრულების კურსზე.