Online სწავლის ბენეფიტები: რატომ სმარტ აკადემია?
დღესდღეობით, განათლების მიღება მხოლოდ საკლასო ოთახებით აღარ არის შეზღუდული. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, online სწავლა უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და ეფექტური გახდა.
ბლოგში გესაუბრები, თუ რა უპირატესობები აქვს online სწავლას და რატომ უნდა აირჩიო სმარტ აკადემია.
მოქნილობა
Online კურსები საშუალებას გაძლევს, ისწავლო შენთვის სასურველ დროს და ადგილას. სმარტ აკადემიაში ყოველი ლექციის ჩანაწერი კეთდება, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია მოუსმინო. ჩანაწერებით სარგებლობა კურსის დასრულების შემდეგ 3 თვის განმავლობაშიც შეგეძლება.
მრავალფეროვანი არჩევანი
სმარტ აკადემიაში 50-მდე კურსს იპოვი, 5 მიმართულებით: ინფორმაციული ტექნოლოგიები, დიზაინი, მენეჯმენტი, მარკეტინგი და კურსები ბავშვებისთვის. კურსის არჩევამდე კი შესაძლებლობა გექნება უფასო კარიერული კონსულტაცია გაიარო, სადაც კარიერული კონსულტანტები დაგეხმარებიან შენს ინტერესებზე მორგებული კურსის შერჩევაში.
პროფესიონალი ლექტორები
შენთვის სასურველი კურსის ლექტორის შესახებ ინფორმაცია შეგიძლია წინასწარ ნახო. შესაბამისად, გეცოდინება შეესაბამება თუ არა მისი ცოდნა და გამოცდილება შენს მოთხოვნებსა და მიზნებს. სმარტ აკადემიის YouTube არხზე შეგიძლია ნახო ნებისმიერი კურსის ღია ლექცია, სადაც ლექტორი საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე, სფეროსა და პროფესიის გამოწვევებზე.
ციფრული უნარების გაუმჯობესება
Online სწავლა არა მხოლოდ ახალი ცოდნის მიღების საშუალებაა, არამედ შენი ციფრული უნარების გაუმჯობესების შანსიც. ეს უნარები აუცილებლად გამოგადგება ნებისმიერ სამსახურში. კურსის დაწყებამდე ჩაგიტარდება საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც შეისწავლი Google-ის ისეთი ხელსაწყოების გამოყენებას, როგორიცაა: Drive, Calendar, Meet და ა.შ.
მოქნილი გადახდის მეთოდები
სმარტ აკადემიაში დანერგილია მოქნილი გადახდის მეთოდები, რომლებიც სხვადასხვა ბანკის მხარდაჭერით სრულად უპროცენტო განაწილებას სთავაზობს სტუდენტებს. განვადებით სარგებლობა, ბანკში ვიზიტის გარეშე, მარტივად, საიტიდან შეგიძლია.
რეალური კავშირი
პროფესიული განვითარების გზაზე მენტორის მხარდაჭერა შეუცვლელია. თითოეულ დავალებაზე მიიღებ უკუკავშირს ლექტორისგან, რაც აუცილებლად დაგეხმარება პროფესიული უნარების განვითარებასა და კარიერულ ზრდაში.
დასაქმების ხელშეწყობა
ჩვენი სტუდენტებისთვის შევქმენით კარიერული განვითარების პროგრამა. მას შემდეგ, რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ, სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა, რომელიც მოიცავს:
- დახურულ მასტერკლასებს
- რეზიუმეების შექმნას/ოპტიმიზაციას
- LinkedIn-ის პროფილის შექმნას/ოპტიმიზაციას
- გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს
- სამსახურის მოძიების სტრატეგიებს
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში:
- დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას
- ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში
რატომ უნდა აირჩიო სმარტ აკადემია?
ჩვენ ვზრუნავთ სტუდენტების კეთილდღეობაზე და უზრუნველვყოფთ, რომ სწავლის პროცესი იყოს კომფორტული და პროდუქტიული. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კურსდამთავრებულებს კარიერული მიზნების მიღწევაში და მივცეთ საშუალება, გახდნენ პროფესიონალები თავიანთ სფეროში.
გადადგი პირველი ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. შეარჩიე შენთვის შესაფერისი მიმართულების კურსი: