კონცეპტ არტი: პერსონაჟებისა და გარემოს დიზაინი - ყველაფერი სფეროსა და კურსის შესახებ
კონცეპტუალური ხელოვნება (Concept Art) არის ვიზუალური გამოსახულებების შექმნის პროცესი, რომელიც გამოიყენება იდეების, დიზაინებისა და თემების გადმოსაცემად, სანამ ისინი სხვადასხვა მედიაში, როგორიცაა ვიდეო თამაშები, ფილმები, ტელეშოუები, ანიმაციები, კომიქსები, რეალიზდება. ტერმინი გამოიყენებოდა Walt Disney Animation Studios-ის მიერ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში.
კონცეპტ-არტისტები ქმნიან ილუსტრაციებს, ესკიზებსა და ნახატებს, რომლებიც ეხმარება რეჟისორებს, პროდიუსერებს, თამაშების დიზაინერებსა და სხვა კრეატიულ პროფესიონალებს წარმოიდგინონ პერსონაჟების, გარემოების, ობიექტებისა და სცენების საბოლოო ვიზუალური კონცეფცია და განწყობა.
კონცეპტუალური ხელოვნება ფოკუსირებულია ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა პერსონაჟები, გარემო, ობიექტები და სცენები. ის ასევე მოიცავს Moodboard-ებს, ფერთა პალიტრებსა და სტილის სახელმძღვანელოებს, რათა გადმოსცეს განზრახული ატმოსფერო და ვიზუალური მიმართულება.

კონცეპტუალური ხელოვნება არის კრეატიული პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ეხმარება იდეების ვიზუალიზაციას და მათ რეალობად ქცევას. ეს არის პირველი ნაბიჯი წარმოსახვითი სამყაროების, გმირული პერსონაჟებისა და მომხიბვლელი სცენების შექმნისაკენ, რაც საბოლოოდ ქმნის იმ გამოცდილებას, რომელსაც ვხედავთ ჩვენს საყვარელ მედიუმში.
პერსონაჟების დიზაინი
პერსონაჟების შექმნა მოითხოვს როგორც ტექნიკურ, ასევე კრეატიულ უნარებს. დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს პერსონაჟის ისტორია, პიროვნული თვისებები და როლი სიუჟეტში. პერსონაჟის დიზაინი გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:
უნიკალური ფორმები და სილუეტები – პერსონაჟი ადვილად ამოცნობადი უნდა იყოს, სილუეტითაც კი.
ფერები და ტექსტურები – ფერები უნდა ასახავდეს პერსონაჟის ხასიათს და გარემოს, რომელშიც ის მოქმედებს.
ანატომია და პროპორციები – მიუხედავად სტილიზაციისა, აუცილებელია სწორი ანატომიური და პროპორციული განლაგება.

გარემოს დიზაინი
გარემოს დიზაინი ემსახურება იმ სამყაროს შექმნას, რომელშიც პერსონაჟები მოქმედებენ. გარემოს დიზაინი მოიცავს არქიტექტურულ სტრუქტურებს, ბუნებრივ ლანდშაფტებს და ინტერიერის დიზაინს. მისი მთავარი ასპექტებია:
პერსპექტივა და სივრცის აღქმა – გარემოს დიზაინი უნდა გადმოსცემდეს სიღრმეს და რეალურ სივრცეს.
განათება და ატმოსფერო – განათება დიდ გავლენას ახდენს სცენის განწყობასა და ემოციებზე.
ფუნქციონალურობა და დეტალები – გარემო უნდა იყოს ფუნქციონალური და ემსახურებოდეს სიუჟეტს.
კონცეპტუალური ხელოვნების ცნობილი მაგალითებია რალფ მაკქუარის ნამუშევრები "ვარსკვლავური ომების" სერიებისთვის, რომლებიც განსაზღვრავს ფილმის ვიზუალურ სტილს და ესთეტიკას. ასევე, ჰაიაო მიაძაკის სტუდია Ghibli-ის ანიმაციებისთვის შექმნილი კონცეპტუალური ხელოვნება, რომელიც მდიდარ სამყაროს ქმნის.
თუ ვიზუალური კომუნიკაციით ხარ დაინტერესებული, მაშინ გეტყვი, რომ კონცეპტ არტის შესწავლა სმარტ აკადემიაში შეგიძლია.
“კურსმა მოლოდინს გადააჭარბა. არა მხოლოდ შევიძინე ტექნიკური ცოდნა (ილუსტრაცია, ტონი, პერსონაჟისა და გარემოს კონცეპტი, ტექსტურა, მასალა), არამედ გავიგე, როგორ უნდა განვვითარდე კარიერულად. ვისწავლე, როგორ შევქმნა პორტფოლიო, როგორ ვმართო საკუთარი პროექტი და როგორ ავირიდო თავიდან გავრცელებული შეცდომები.”- გიორგი ქარქუზაშვილი, კურსდამთავრებული.
დაათვალიერე გიორგის ნამუშევრები.
კურსის მიზანია გამოიმუშაო ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად და გაეცნო თანამედროვე ტენდენციებსა და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში
“ამ კურსმა მასწავლა, როგორ დავიწყო და დავასრულო პერსონაჟისა თუ სხვა დიზაინის საბოლოო ვარიანტი. ეს ცოდნა მომავალში გამომადგება ანიმაციის, ილუსტრაციის და სხვა ნებისმიერი დიზაინის შესაქმნელად.” - ხვიჩა წენგუაშვილი, კურსდამთავრებული.
დაათვალიერე ხვიჩას ფინალური პროექტი.
კურსის ბოლოს შეძლებ:
ნებისმიერი სახის კონცეპტ დიზაინის შექმნას
სხვადასხვა ობიექტების აგებას პერსპექტივაში
ნახატის შექმნას და დამუშავებას
პორტფოლიოს მორგებას კონკრეტული კომპანიისთვის
შემოგვიერთდი კონცეპტ არტის საფუძვლების კურსზე და ისწავლე თუ როგორ გამოხატო საკუთარი იდეები ვიზუალურად
ვინ გასწავლის?
ლაშა შველიძე არის კონცეპტ არტისტი, ის 4 წელზე მეტია ვიდეო თამაშების სფეროში მუშაობს;
აქვს მრავალწლიანი ფრილანსინგის გამოცდილება;
უმუშავია ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არის - “Azur Games” და “Voodoo Games”;
იხილე ლაშას პორტფოლიო აქ:https://www.artstation.com/lshvelidze
“ლექტორი ძალიან მოტივირებული იყო და ლექციას საინტერესოდ ხსნიდა. ის ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გადმოეცა ჩვენთვის, თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალურად დახმარებოდა და დავალებები დეტალურად განეხილა. ეს ყველაფერი გვაძლევდა მნიშვნელოვან ცოდნას და გვეხმარებოდა, უკეთ გაგვეგო სხვადასხვა სპეციფიკა.”- დეა გაგნიძე, კურსდამთავრებული.
დაათვალიერე დეას ფინალური პროექტი
შემოიტანე განაცხადი კონცეპტ არტის კურსზე.