0
მენიუ
banner banner

სტრატეგიული HR: პერფორმანსის მართვა - ანა პეტრიაშვილი კურსის შესახებ

სტრატეგიული HR: პერფორმანსის მართვა - ანა პეტრიაშვილი კურსის შესახებ

ანა პეტრიაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა სტრატეგიული HR: პერფორმანსის მართვის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

HR მენეჯმენტში რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ განვვითარდე და ცოდნა გავიღრმაო. პერფორმანსის მართვა თანამედროვე ორგანიზაციებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან სწორად დაგეგმილი და აღსრულებული სისტემა თანამშრომლების მოტივაციასა და კომპანიის შედეგიანობაზე დადებითად აისახება. ამ კურსმა კი მომცა შესაძლებლობა მესწავლა და რეალურ გარემოში გამომეყენებინა საუკეთესო პრაქტიკები.

გაგვიზიარე შენი ისტორია, როგორ შეცვალა ამ კურსმა შენი პროფესიული ხედვა?

ჩემი პროფესიული კარიერა HR სფეროში დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ წარმატებული HR მენეჯმენტი მხოლოდ ოპერაციული ამოცანების შესრულებას არ გულისხმობს – საჭიროა სტრატეგიული ხედვა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ამ კურსმა მომცა საშუალება, უფრო ღრმად გამეანალიზებინა პერფორმანსის მართვის როლი ორგანიზაციაში და ეს სფერო სხვა კუთხით დამენახა. მოლოდინები ნამდვილად გამართლდა – ახლა გაცილებით ეფექტურად ვიღებ გადაწყვეტილებებს და უკეთ მესმის, როგორ შევქმნა სტრატეგიული HR პროცესები, რომლებიც კომპანიის საერთო წარმატებას შეუწყობს ხელს.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ყველაზე საინტერესო იყო KPIs-ის სწორად განსაზღვრისა და მათი ორგანიზაციულ მიზნებთან დაკავშირების პროცესი. გავიგე, როგორ უნდა შევქმნა პერფორმანსის მართვის სისტემა, რომელიც არა მხოლოდ ინდივიდუალური თანამშრომლის განვითარებას, არამედ კომპანიის მთლიანი ეფექტიანობის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

გაგვიზიარე ლექტორების შესახებ შთაბეჭდილებები

სტრატეგიული HR-ის ლექტორები მაღალკვალიფიციურები და პრაქტიკაზე ორიენტირებულები იყვნენ. თითოეული მათგანი გვიზიარებდა რეალურ ბიზნეს ქეისებს, რაც საგრძნობლად ამარტივებდა სასწავლო მასალის აღქმას. იქიდან გამომდინარე, რომ კურსი სრულად პრაქტიკულია და თითოეული მონაწილე ჩვენი კომპანიის ჭრილში ვასრულებდით დავალებებს, ლექტორებისგან ინდივიდუალურ უკუკავშირს განსაკუთრებით გამოვარჩევდი. 

რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?

ვერ ვიტყოდი, რომ კურსის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული სირთულე შემხვდა. როგორც აღვნიშნე, კურსი იმდენად იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული, რომ ამან საოცრად გაამარტივა და უფრო მეტად საინტერესო გახადა მუშაობის პროცესი. ასევე, ჩემი გუნდისგანაც მქონდა მიმღებლობა და მხარდაჭერა, რომ კურსზე ნასწავლი ეტაპობრივად კომპანიაშიც დამენერგა.

სტრატეგიული HR-ის კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებულ ცოდნას?

კურსის პარალელურად, დავალებების საფუძველზე, კომპანიაში ვმუშაობდით KPI-ების განსაზღვრაზე, თანამშრომელთა განვითარების გეგმების შემუშავებაზე, მათ სამოტივაციო სქემებსა და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზე. კურსის დასრულების შემდეგ კი უკვე მქონდა შესაძლებლობა მიღებული ცოდნით, მეტი თავდაჯერებით დამეწყო აღნიშნული პროცესების მართვა. მომავალში გეგმავ, რომ კიდევ უფრო გავაფართოო ეს მიდგომები და აქტიურად გამოვიყენო მონაცემთა ანალიტიკა პერფორმანსის მართვაში.

რას ურჩევდი მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს კურსზე დარეგისტრირებას?

ამ კურსის გავლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემთვის. კურსი გაძლევთ, როგორც თეორიულ საფუძველს, ასევე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებას უშუალოდ თქვენს ორგანიზაციაში შეძლებთ. მიღებული ცოდნა რეალურ შედეგებზე გაგიყვანთ და დაგეხმარებათ, იყოთ უფრო პროაქტიული, მონაცემებზე ორიენტირებული და ეფექტური HR ლიდერი. ამიტომ, გირჩევთ, რომ არ გადადოთ და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.


თუ ამ სფეროთი ხარ დაინტერესებული დარეგისტრირდი სტრატეგიული HR: პერფორმანსის მართვის კურსზე.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები