0
მენიუ
banner banner

როგორ გავხდე ის, ვინც მინდა ვიყო - პერსონალური ბრენდინგის შესახებ

როგორ გავხდე ის, ვინც მინდა ვიყო - პერსონალური ბრენდინგის შესახებ

თვითგანვითარება ხელოვნებაა. ეს მთელი ცხოვრების მანძილზე ვარჯიშს მოითხოვს. საკუთარ თავზე მუშაობა და მისი უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა უწყვეტი პროცესია, რასაც ბავშვობის ოცნებების ასრულებამდე და ახალ მიზნებამდე მივყავართ.
ხშირად, ვამბობთ, რომ „ამას ვერ შევძლებთ“... რომ „ასეთები არ ვართ“... სინამდვილეში, ჩვენ ისეთები ვართ, როგორადაც საკუთარ თავს ვქმნით. და... როგორ უნდა ვიქცეთ იმად, ვინც გვინდა ვიყოთ? აქ მოგიყვან 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის პოვნაში დაგეხმარება:

1. დაინახე საკუთარი თავი შენი თავის მიღმა

წარმოიდგინე, მოქანდაკე ხარ. საკუთარ ნამუშევარს გამუდმებით გარსს უვლი, აკვირდები და ეჭვქვეშ აყენებ. მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს - ცდილობ იპოვო მისი უკეთესობისკენ შეცვლის გზა. თუ ნამუშევართან ემოციური კავშირი გაგიჩნდება და გადაწყვეტ, რომ ის იდეალურია, შეცდომებს ვერ იპოვი. საკუთარ თავსაც ისე უნდა უყურო, როგორც გასაუმჯობესებელ ხელოვნების ნიმუშს. ხარვეზების აღმოჩენისას საკუთარ თავზე არ უნდა განაწყენდე. უბრალოდ, დაიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამოასწორო ის.

1.1. იპოვე ჩვევა, რასაც უკავშირდება ის, რისი შეცვლაც გსურს

ადამიანები ცდილობენ წონაში დაიკლონ, მაგრამ არ ვარჯიშობენ, არც ჯანსაღად იკვებებიან. პრობლემა მათი არასწორი დიეტა და ცხოვრების წესია. იპოვე ჩვევა და არა ნაკლი ან თვისება. 

1.2 ივარჯიშე ყოველდღე. მნიშვნელობა არ აქვს, რაში

ცვლილებები რამდენიმე დღეში არ აისახება. გადაწყვიტო შეცვლა, ერთ დღეს გააკეთო რამე და დანარჩენი დაისვენო - ეს მიდგომა არ მუშაობს. ცვლილება ცხოვრების სტილის შეცვლაა. ეს მოითხოვს ყოველდღიურ თავდადებას იმ დონემდე, რომ ამ ახალმა ჩვევამ ძველის ადგილი დაიკავოს და შეგნებულ ძალისხმევას აღარ საჭიროებდეს. 

2. გაიგე, ვინ გინდა იყო

  • ჩამოწერე საქმიანობები, რაც გაბედნიერებს;
  • ჩამოწერე უნარები, რომელიც განსაკუთრებულს გხდის;
  • ჩამოწერე ხელის შემშლელი ფაქტორები - შიში, ნერვიულობა, მენტალური ჩავარდნები… და მზად იყავი მასთან გასამკლავებლად;
  • მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს დაინახავ, შეეცადე დაინახო ადამიანი, რომელიც შენი საუკეთესო ვერსია იქნება.

3. დაისახე მიზანი

  • ჩამოწერე რეალური მიზნები;
  • ჩამოწერე მიზნისთვის სამუშაოები;
  • გაწერე დროში.

4. მოიშორე დემოტივაციური გარემოებები

  • შეიყვარე საკუთარი თავი;
  • ჩამოშორდი მათ, ვისთან ყოფნაც დისკომფორტს გიქმნის და თვითშეფასებას გიდაბლებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გეუბნებოდეს „დიახ“.
  • იპოვე მენტორი.

შენ გჭირდება ადამიანი, რომელიც გამოწვევის წინაშე დაგაყენებს და შენი ახალი „მეს“ გამოძერწვაში დაგეხმარება.
თუ უკვე მზად ხარ, გახდე ის, ვინც გინდა იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი ბუნდოვანია, შენთვის კიდევ ერთი ამბავი გვაქვს. სმარტ აკადემიაში არის კურსი - პერსონალური ბრენდინგი, რომელიც მიზნად ისახავს მსმენელებს შეასწავლოს მათი პირადი ბრენდის სტრატეგიის შექმნა, განვითარება და მართვა. კურსში პერსონალური ბრენდი წარმოჩენილია, როგორც წარმატების და მდგრადი შედეგების მიღწევის აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც თანამედროვე სამყაროში კონკურენტუნარიანობის განსაკუთრებული წინაპირობაა. ყოველი ადამიანი განუმეორებელია და ეს გარემოება სახელის, წარმატების და შემოსავლის მომტანია.

 დარეგისტრირდი კურსზე აქ

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები