0
მენიუ
banner banner

მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი - კურსდამთავრებულების შთაბეჭდილებები

მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი - კურსდამთავრებულების შთაბეჭდილებები

Data Analytics & BI Development-ის კურსი სმარტ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსების სიაში შედის. კურსი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა შეისწავლეს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

Data Analytics & BI Development-ის კურსდამთავრებულები გვიზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს კურსის მიმდინარეობაზე, ლექტორის პროფესიონალიზმსა და იმ უნარებზე, რომლებიც მათ კურსის განმავლობაში შეიძინეს.

ანა შველიძე

თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია და მონაცემები გადამწყვეტ როლს ასრულებს, უფრო და უფრო იზრდება მონაცემთა ანალიტიკის როლი. მონაცემთა ანალიზი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ უფრო სწორი გადაწყვეტილებები, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, შევამციროთ შესაძლო რისკები და გავზარდოთ წარმატების შანსები. ამ სფეროში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ეს არის საქმე რომელსაც მოტივაციით ვაკეთებ. შესაბამისად მქონდა მოთხოვნილება განმევითარებინა ჩემი უნარები. სმარტ აკადემიის ამ კურსს გადავაწყდი ერთ-ერთ სოც. ქსელში, გადავხედე სილაბუსს, ლექტორის გამოცდილებას და დამაინტერესა.   

განსაკუთრებით გავიღრმავე ცოდნა Power BI-ს ნაწილში, რადგან ასეთი სიღრმისეული შეხება არასდროს მქონია. ლექტორის გამოცდილება და მისი პრაქტიკული უნარები გვეხმარებოდა სხვადასხვა ბიზნეს ამოცანების მარტივად ამოხსნაში, საინტერესო ვიზუალიზაციების და ინსტრუმენტების შექმნაში. 

სმარტ აკადემიის კურსი არ არის დროში გაწელილი, მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელიც საბაზისო დონეს ფარავს, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით შევძლებ ბევრი დამოუკიდებელი პროექტის შექმნას. 

სმარტ აკადემია გამოირჩევა ორგანიზებულობით, მოქნილი სასწავლო გრაფიკით და გამოცდილი ლექტორებით, რომლებიც გაძლევენ მოტივაციას და გეხმარებიან მაქსიმალური შედეგების დასადებად. აკადემიას ასევე აქვს ბევრი ბენეფიტი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ღირებულებას. 

ნინო მაკიევი

მე ვიკავებდი ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციას ერთ-ერთ აუთსორსინგ კომპანიაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვფიქრობდი ახალი პროფესიის დაუფლებას და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე მონაცემთა ანალიტიკისა & BI დეველოპმენტის კურსი, რამაც ძალიან დამაინტერესა. თვეების განმავლობაში ვეძებდი ისეთ კურსს, რომელიც საფუძვლიან ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას მომცემდა ამ მიმართულებით, სწორედ ამ ძიების დროს აღმოვაჩინე სმარტ აკადემია. 

რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებას კურსის შესახებ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლექტორის პროფესიონალიზმი, გადმოცემის უნარი და საქმისადმი სიყვარული. მონაცემთა ანალიტიკისა და BI დეველოპმენტის კურსმა სრულიად გაამართლა ჩემი იმედები.

კურსის ფარგლებში მე შევისწავლე მონაცემების ამოღება, დამუშავება, გაწმენდა, ეფექტური და ოპტიმიზირებული კოდის წერა SQL-ში. ასევე მონაცემების ანალიზი, რეპორტინგი და ვიზუალიზაცია Power BI - ის მეშვეობით. კონკრეტულად რომელიმე ლექციის გამოყოფა მიჭირს, რადგანაც ყოველი შემდეგი ლექცია წინაზე უფრო საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო.

გამოვყოფდი რამდენიმე ასპექტს: პირველი რიგში, ჭკვიანურად და კარგად შედგენილ კურსს, რამაც მომცა საშუალება ნულიდან დამეწყო და საფუძვლიანი ცოდნა მიმეღო; ლექტორის პროფესიონალიზმს, და სალექციო საათებს.

სმარტ აკადემიას აქვს გონივრულად შედგენილი, მიზანმიმართული კურსები და ჰყავს პროფესიონალი ლექტორები, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს მისთვის სასურველი და საინტერესო პროფესიის შესახებ.

ბექა ჩაჩანიძე

კურსის შესახებ Facebook-ის საშუალებით შევიტყვე და დავიწყე დეტალური ინფორმაციის მოძიება, თუ რა იყო მონაცემთა ანალიტიკა და რას მოიცავდა ის. ძალიან მალე გავაანალიზე, რომ ის ჩემს მაშინდელ პროფესიასთან თანაკვეთაში იყო და გადავწყვიტე სიღრმისეულად შემესწავლა ეს საქმე. ამაში ნამდვილად დამეხმარა სმარტ აკადემიის კურსი, რომელმაც მომცა მეტი, ვიდრე საწყისებია ამ სფეროში. 

კურსი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ გარდა უშუალოდ კოდის წერისა და რეპორტების გაკეთებისა, ჩვენ ვეცნობოდით და ვსწავლობდით ასევე ბიზნეს ანალიზს, როგორ შეგვეძლო უკვე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ახალი მიმართულებები აღმოგვეჩინა. ეს კი, ჩემთვის ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა. სრულად დავეუფლე SQL ს და Microsoft Power BI ის ძირითად ნაწილს. 

ლექტორი იყო კვალიფიციური და კომუნიკაბელური. ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა. ასევე არასალექციო დროსაც ყოველთვის ხაზზე იყო და პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. მინდა აღვნიშნო, რომ კურსი არასდროს ყოფილა მოსაწყენი, რადგან ყველაფერს, რასაც ვსწავლობდით, პარალელურად ვხედავდით, როგორ უნდა გამოგვეყენებინა პრაქტიკაში და რეალურ პროექტში.

მინდა აღვნიშნო სმარტ აკადემიის გუნდი, რომელიც ყოველთვის მზად არის დასახმარებლად და მათთან კომუნიკაციაც მარტივად შეგიძლია. ასევე ლექტორები, რომლებიც ყოველთვის მაღალკვალიფიციურები არიან. ამჟამად, კიდევ ერთ კურსს გავდივარ სმარტ აკადემიაში და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ჩემი აზრით, სმარტ აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიაა საქართველოში, ყოველთვის გამოცდილი ლექტორებითა და კურსების მრავალფეროვანი არჩევანით.

მარიამ რამაზაშვილი

პროფესიით ჟურნალისტი ვარ და სამი წელია, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ საკითხებს ვაშუქებ. ამ სფეროში ბევრი თემა მაინტერესებს, ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებლებიც, თუმცა საბოლოო ჯამში ის მინდა, რომ რაღაცების მუშაობის პრინციპები უკეთ მესმოდეს, ფსიქო-ბიოლოგიური პროცესები იქნება ეს თუ ხელოვნური ინტელექტი. ამ ყველაფერში გამორკვევის შემდეგ მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება ეფექტიანად შევძლო.

კურსთან დაკავშირებით ის მოლოდინი მქონდა, რომ მონაცემების მოწესრიგებისა და მნიშვნელოვანი აქცენტების “დაჭერის” გზებს გავეცნობოდი. პირადი, თუ მკითხველის გამოცდილება, იმასაც მაჩვენებს, რომ კომპლექსური ინფორმაცია კომპლექსურად აღარ უნდა გამოიყურებოდეს, თუ მართლა გვინდა გაგვიგონ. ამის გამო BI ხელსაწყომაც დამაინტერესა. 

SQL ენისა და BI ხელსაწყოს საბაზისო დონეზე გამოყენება ვისწავლე, თანაც რეალური ამოცანების მიხედვით. ყველაზე მეტად ის ლექცია დამამახსოვრდა, როცა მონაცემთა ბაზების სტრუქტურასა და მოწყობას გავეცანით. მანამდე ყველაზე მეტად ეს საკითხი მაბნევდა. უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ SQL-ისა და BI-ს მუშაობის ზოგად პრინციპებში გავერკვიე, შესაბამისად, ახლა უკეთ ვხვდები, რა შემიძლია ვისწავლო დამატებით და — როგორ.   

კურსის ფარგლებში ლექტორი გვეხმარებოდა, რომ თითოეული ამოცანა საფუძვლიანად გაგვეგო და შემთხვევებს ინდივიდუალურ დონეზეც განვიხილავდით. ყველაზე დასაფასებელი ჩემთვის ის იყო, რომ მონაცემთა ანალიტიკაში საკუთარი სამუშაო გამოცდილება გაგვიზიარა და ამით სფეროს უკეთ აღქმაშიც დამეხმარა. 

ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ სასწავლო პროცესი და მასალებიც მოწესრიგებული იყო და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ შემქმნია. ონლაინ სწავლის დროს, ჩემი გამოცდილებით, ეს საკმაოდ იშვიათია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა მხოლოდ კურსით გათვალისწინებულისა, გუნდმა დასაქმებასთან დაკავშირებული შეხვედრებიც შემოგვთავაზა.

სმარტ აკადემია კარგად ორგანიზებული პლატფორმაა, როგორც ტექნიკურად, ასევე შინაარსობრივად. მეგობრული და ნაკლებად ფორმალური გარემო დამხვდა. სულ მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი, როგორც სტუდენტის, ინტერესები და საჭიროებები მათთვის მნიშვნელოვანი იყო.


თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:
მონაცემთა ანალიტიკა და BI დეველოპმენტი


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები