0
მენიუ
banner banner

IT პროექტების მართვა & AGILE გუნდის ფასილიტაცია - ოთარ ცხვიტარია კურსის შესახებ

IT პროექტების მართვა & AGILE გუნდის ფასილიტაცია - ოთარ ცხვიტარია კურსის შესახებ

ოთარ ცხვიტარიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

კურსის შესახებ გავიგე მეგობრისგან, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია სმარტ აკადემიას და ასევე კონკრეტულად ამ კურსს.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ამ ეტაპზე დასაქმებული ვარ სადაზღვევო სფეროში, საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციაზე. პროფესიის შეცვლა არ გადამიწყვეტია. სურვილი მქონდა რამე ახალი შემესწავლა. ზოგადად პროექტის მართვა ჩემთვის საინტერესო საქმეა, ხოლო IT პროექტები, დღევანდელ დღეს, ბევრი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტე IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსის გავლა. კურსმა ჩემი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. სამსახურში ძალიან დაკავებული ვარ, ამიტომ კურსი ჩემი გრაფიკისთვის მოხერხებულად იყო დაგეგმილი და მაძლევდა საშუალებას დამეთმო საკმარისი დრო და არ მქონოდა ჩამორჩენა. განსაკუთრებით გამოვყოფ ლექტორის ფაქტორს, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური და გასაგებ ენაზე მოსაუბრე. ტრენინგი მიყავს ენერგიულ და ინტერაქციულ რეჟიმში, ისე რომ არ მოგწყინდება და დროც სწრაფად გადის. ძალიან კარგად იცნობს ამ სფეროს და არცერთ კითხვას არ ტოვებს პასუხგაუცემელს.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ალბათ იყო სქრამის თემასთან დაკავშირებული საკითხები.

გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

ლექტორი სტუდენტების მიმართ არის გულისხმიერი და ამომწურავად პასუხობს ყველა კითხვას. არცერთ მონაწილეს არ ტოვებს ყურადღების გარეშე. გადმოცემის უნარი აქვს ენერგიული და ხალისიანი, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის კურსს და მასთან ერთად "დრო უბრალოდ სწრაფად გადის"

რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?

ძირითადი სირთულე იყო ის, რომ ჩემი სამსახურებრივი გამოცდილება არანაირად არ უკავშირდება აიტი სფეროს. შესაბამისად, თავიდან არც თუ ისე თავდაჯერებული ვიყავი, იმაში, თუ რამდენად კარგად ავითვისებდი კურსის მასალას. ეს წინააღმდეგობა დავძლიე, პირველ რიგში, ლექტორის დახმარებით. გავაცნობიერე, რომ აიტი პროექტ მენეჯერის როლი სრულად არ არის "ტექნიკური" როლი და სიღრმისეულად ამ სფეროს ცოდნა და ე.წ. კოდის წერის ცოდნა აქ აუცილებელი არაა. ასევე ლექტორი ტექნიკურ ნაწილს მაქსიმალურად ყველასთვის გასაგები ცხოვრებისეული მაგალითებით ხსნიდა. ასევე დამეხმარა ინტერნეტი და ხელოვნური ინტელექტი, სადაც მოვიძიე დამატებითი ინფორმაცია.

კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას? 

ამ ეტაპზე პროფესიის ცვლილებას არ ვგეგმავ. თუმცა, ეს სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მომავალში განვიხილავ ცვლილებას, რაშიც ვფიქრობ აუცილებლად გამომადგება ამ კურსზე მიღებული ცოდნა.

რას ურჩევდი მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს კურსზე დარეგისტრირებას?

კურსზე დარეგისტრირების მსურველებს ვურჩევდი რომ ნუ ეშინიათ. განსაკუთრებით მათ ვინც არ არის "აიტი ტიპი", რადგან მეც არ ვარ და არაფერი საშიში მაგაში არ არის. ვფიქრობ საკმაოდ წარმატებით გავართვი თავი.

როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

სმარტ აკადემიაში სწავლა ჩემთვის კომფორტული იყო. მასალის და ლექციების განაწილება სრულად შეესაბამება დასაქმებული და დაკავებული ადამიანის ცხოვრების წესს. სმარტ აკადემიასთან კონტაქტი არის უშუალო, ხოლო უკუკავშირი სწრაფი.


IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები