0
მენიუ
banner banner

IT პროექტების მართვა & AGILE გუნდის ფასილიტაცია - ანა მიხაილოვი კურსის შესახებ

IT პროექტების მართვა & AGILE გუნდის ფასილიტაცია - ანა მიხაილოვი კურსის შესახებ

ანა მიხაილოვმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

როდესაც სასურველი მიმართულებით ახალი კურსის გავლა გადავწყვიტე, დავიწყე მოძიება, თუ სად შევძლებდი ცოდნის მიღებას და არჩევანი სმარტ აკადემიაზე შევაჩერე, როგორც გამოცდილ და სანდო აკადემიაზე.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ჩემი მთავარი მიზანი პროექტების მართვის სფეროში პროფესიული განვითარება იყო, რომელიც ჩემს დღევანდელ საქმიანობასთანაც იკვეთება. კურსმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები და უფრო მეტი უნარი და ცოდნა შემძინა ამ მიმართულებით. შევძელი არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენა, არამედ ისეთი პრაქტიკული უნარების მიღებაც, რომელიც ჩემს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

მთლიანად კურსი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო, თუმცა განსაკუთრებულად გამოვყოფდი Scrum მეთოდოლოგიას. ვფიქრობ, ეს მეთოდი განსაკუთრებულად მოსახერხებელია IT პროექტების სამართავად, რადგან მასში გაერთიანებულია მოქნილობა, გამჭვირვალობა და ეფექტური კომუნიკაცია გუნდში.

გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

ჩემი ლექტორი იყო ნინო ძამაშვილი და ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ მისი სწავლის მეთოდით. ის ყოველთვის გასაგებად და ამომწურავად გვიხსნიდა სტუდენტებს ყველა საკითხს. ასევე ყოველთვის გვეძლეოდა კითხვის დასმის და დისკუსიის საშუალება. ლექციების დროს ნინოს ყოველთვის მოჰქონდა ჩვენთვის პრაქტიკული მაგალითები, რაც გვეხმარებოდა ნებისმიერი ახალი თემის უკეთ გააზრებაში. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსის დასრულების შემდეგაც მისი კომუნიკაცია ჩვენთან არ შეწყვეტილა და თუ რაიმე კითხვა გვაქვს, ყოველთვის მზადაა, რომ დაგვეხმაროს.

რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?

ვერ ვიტყოდი რომ რაიმე სირთულის გადალახვა მომიწია კურსის განმავლობაში, ყველაფერი ძალიან კარგად და საინტერესოდ მიმდინარეობდა.

კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას? 

ვფიქრობ, რომ მიღებული ცოდნა აუცილებლად დამეხმარება კარიერულ განვითარებაში. ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი, როდესაც  კურსის გავლა გადავწყვიტე. ცოდნის მიღება და პრაქტიკული უნარების განვითარება საშუალებას მომცემს, უფრო კარგად გავუმკლავდე  გამოწვევებს. ვფიქრობ, ეს კურსი არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის გაუმჯობესებაში დამეხმარა, არამედ ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარებიც გამიძლიერდა, რაც ჩემი კარიერის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რას ურჩევდი მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს კურსზე დარეგისტრირებას?

ყველას, ვისაც IT და ასევე ზოგადად პროექტების მართვის მიმართულებით სურთ განვითარება, ვფიქრობ ეს კურსი ძალიან დაეხმარებათ განვითარებაში. თუ კიდევ ფიქრობენ დარეგისტრირდნენ თუ არა ვურჩევ, რომ არ დააყოვნონ. კურსზე მიღებული ცოდნა ნამდვილად დაეხმარებათ მათ რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ ეს ყველაფერი. ასევე გაეცნობიან მეთოდებს, რომლებიც დღევანდელი IT ინდუსტრიის მოთხოვნებს შეესაბამება.

როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

ჩემთვის სმარტ აკადემიაში სწავლა იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. აკადემიაში გავლილი კურსი ნამდვილად ღირებული გამოცდილებაა, რადგან არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარებიც შემძინა, რომელსაც ყოველდღიურ პროფესიულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოვიყენებ.


IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები