IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია - თამარ ჯიქია კურსის შესახებ
თამარ ჯიქიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
სმარტ აკადემიის სტუდენტი ვიყავი მანამდე და შემდეგ ვნახე ნინო ძამაშვილის ვიდეო, რომელიც მოგვითხრობდა პროექტის მენეჯერის საქმიანობასა და კურსის მიზანზე. ვერ გეტყვით კონკრეტულად რა იყო მიზეზი, მაგრამ მაშინვე გადავწყვიტე, რომ ეს კურსი უნდა გამევლო.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
ამჟამად ვარ დასაქმებული, მაქვს საკმაოდ კარგი თანამდებობა კერძო კომპანიაში. კურსის გავლა გადავწყვიტე, რადგან მჭირდება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. კომპანია ვითარდება, ბევრი ახალი პროექტი იგეგმება და ამის გამო საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ კუთხით გამეღრმავებინა ცოდნა.
რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
საკმაოდ საინტერესო და ახალი იყო ჩემთვის სქრამი და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
ნინო, როგორც ლექტორი, არის პროფესიონალი, თავისი საქმის მცოდნე, ძალიან ყურადღებიანი, ყველა კითხვაზე იძლეოდა ამომწურავ პასუხს, მოქონდა მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან. მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ცოდნა წაგვეღო თითოეული ლექციიდან და დავალებებიც მაქსიმალურად კარგად შეგვესრულებინა.
ნინო, როგორც ადამიანი არის მეგობრული, კომუნიკაბელური, თავისი დადებითი ენერგიით ყველა სტუდენტი ერთ გუნდად შეგვკრა და დაგვამეგობრა.
რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?
სირთულე ჩემთვის იყო მხოლოდ ის, რომ სწავლა და სამუშაო უნდა შემეთავსებინა ერთმანეთთან. კურსის განმავლობაში იყო ახალი და რთული საკითხები, დავალებები, რომლებიც მეტ დროს მოითხოვდნენ შესასრულებლად, მაგრამ ცოტა ღამისთევა და ნებისყოფა და ჩემს მიზანს მივაღწიე.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?
კურსის გავლის შემდეგ ჩემი ცოდნა უნდა გამოვიყენო ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, თუმცა განვიხილავ ასევე უცხოურ კომპანიაში ონლაინ დასაქმებას, რაც პრინციპში ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, რამაც გადამაწყვეტინა სწავლა.
რას ურჩევდი მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს კურსზე დარეგისტრირებას?
თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ და არ იცით დარეგისტრირდეთ თუ არა IT პროექტის მართვის კურსზე, ახალია და არ იცით მოგეწონებათ თუ არა და/ან მომავალში როგორ განვითარდება თქვენი კარიერა, მერწმუნეთ ნინო ძამაშვილის ლექციებზე მიღებული ცოდნა გამოგადგებათ ყველგან. არა მარტო ტექნიკურ ცოდნას ვგულისხმობ, არამედ ზოგადად, ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც. ნინო დაუზარლად გვიზიარებდა თავის გამოცდილებას, რამაც ჩემი სამუშაო სულ სხვა კუთხით დამანახა და ბევრი რამის კეთება სულ სხვანაირად დავიწყე.
როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?
მე უკვე მეორე კურსი გავიარე სმარტ აკადემიაში, ორივე კურსზე მყავდა თავისი საქმის პროფესიონალი ლექტორები. ჩემთვის მისაღები იყო ონლაინ სწავლა, ასევე ის რომ შემიძლია შევუთავსო სამუშაოს. ყურადღებიანი, მეგობრული და თავისი საქმის მცოდნე ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდია. შევაფასებ დადებითად და უმაღლესი ქულით.
IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი აქ.