პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა - ნინი მიგრიაული კურსის შესახებ
ნინი მიგრიაულმა სმარტ აკადემიაში პროდუქტის მარკეტინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.
რატომ დაინტერესდი პროდუქტის მარკეტინგის კურსით?
საკმაოდ დიდი ხანია ამ სფეროთი ვარ დაინტერესებული. აქამდე ყოველთვის ფინანსების მიმართულებით ვირჩევდი საქმიანობას, თუმცა ბოლო წელს გადავწყვიტე ახალ პროფესიას დავუფლებოდი და ავირჩიე პროდუქტის მარკეტინგის კურსი.
რას იტყვი კურსის შესახებ?
კურსი საინტერესო იყო, სიახლეებზე ორიენტირებული, განვიხილეთ რეალური მაგალითები, ეტაპები რასაც გადის პროდუქტი შექმნიდან მის რეალიზებამდე, რა გზას გადის პროდუქტი მომხმარებლამდე. ვისწავლეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორ განვსაზღვროთ რისკები, როგორ უნდა ვესაუბროთ მომხმარებელს, როგორ გავზომოთ შედეგები, რა როლი გვაქვს ჩვენ ამ ჯაჭვში და როგორ უნდა დავაკავშიროთ ორგანიზაციაში სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ერთმანეთს.
რომელ დავალებას გამოარჩევდი?
პრეზენტაციების დავალებებს გამოვარჩევდი, რადგან არ ვიყავით შეზღუდულები თემის არჩევაში და თითოეულ ჩვენგანს საშუალება გვქონდა იმ მიმართულებით გვემუშავა რაც ჩვენთვის საინტერესო იყო.
განსაკუთრებით საინტერესო იყო ფინალური დავალება. ამ დავალების შესრულება საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, (შევქმენი TBC ბანკის ციფრული პროდუქტი) თავიდან ეს იდეა საკმაოდ სარისკოდ მომეჩვენა, რადგან TBC ბანკის ციფრული პროდუქტების ლიდს უნდა შეეფასებინა ჩემი ფინალური გამოცდის დავალება, მეპასუხა კითხვებზე, თუმცა გამოწვევას არ შევუშინდი და წარმატებაც მოვიპოვე.
მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ
პროდუქტის მარკეტინგული კამპანიის გეგმის პრეზენტაცია, სრული ციკლი იდეიდან მის რეალიზებამდე, შევქმენი TBC ბანკის ციფრული პროდუქტი, დავალება სრულად მოიცავდა იმ განვლილ მასალას და დაგროვილ ცოდნას, რაც კურსის მიმდინარეობის დროს განვიხილეთ.
რა გამოცდილება მიიღე კურსის განმავლობაში?
ხედვა რომელიც ამ კურსმა ჩამომიყალიბა შეუფასებელია და რადიკალურად განსხვავებული იმ სტერეოტიპული მიდგომებისგან, რასაც ბაზარზე ხშირად ვხვდებით.
ეს ყველაფერი გენიალურია, შესაძლოა ერთ დღეს გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ იმ მასშტაბური პროექტის ავტორი ხარ, რამაც მთელი ქვეყანა მოიცვა.
რას იტყვი ლექტორის შესახებ?
სალის პროფესიისადმი სიყვარულმა დიდი მოტივაცია მომცა. ძალიან საინტერესოა კურსი, როცა გასწავლის ადამიანი რომელსაც ეს საქმე უყვარს, უბრალოდ კი არ უყვარს ამის კეთება, აბედნიერებს და მზად არის ნებისმიერ დროს დეტალურად გიპასუხოს კითხვებზე.
თუ შენც გსურს დაეუფლო მოთხოვნად, პერსპექტიულ და თან მაღალანაზღაურებად პროფესიას, შემოიტანე განაცხადი.