0
მენიუ
banner banner

სოც. მედია მარკეტინგი - ივეტა გოგავა კურსის შესახებ

სოც. მედია მარკეტინგი - ივეტა გოგავა კურსის შესახებ

ივეტა გოგავამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა სოციალური მედია მარკეტინგის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსისა და ლექტორის შესახებ.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსის შესახებ

სოციალური მედია მარკეტინგის შესწავლით ჯერ კიდევ 2020 წელს დავინტერესდი, როდესაც სმარტ აკადემიაში პროექტების მენეჯერად დავიწყე მუშაობა. ყოველთვის ვიცოდი, რომ წერა კარგად გამომდიოდა, თუმცა კრეატიული და ტექნიკური წერა თავის უნარებს ითხოვს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ვაკვირდებოდი ტრენდებს, ვიზუალს, ტექსტის აგებულებას და ვცდილობდი, მსგავსი ტექსტები პროექტის მენეჯერობის პარალელურად მეკეთებინა.

მას შემდეგ სმარტ აკადემიაში UX/UI Copywriting-ისა და იდეების დაჭერობანას კურსი გავიარე, რომელმაც კრეატიული ინდუსტრია სხვა თვალით დამანახა. მალევე დავიწყე საკუთარი პერსონალური ბრენდის შექმნა და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სიტყვების შერჩევა, კონტექსტის ცოდნა და გათვალისწინება კონტენტის შექმნისას. ბუნებრივია, ისევ სმარტ აკადემიას მივაშურე, სადაც ალექსანდრა კნიაზიანის სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გავიარე. ჩემი მთავარი მოლოდინი იყო ის, რომ ჩემი პერსონალური ბრენდისთვის უკეთესი კონტენტის შექმნა დამეწყო.

რას იტყვი სოციალური მედია მარკეტინგის კურსის შესახებ?

კურსი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, საინტერესო თემებით და მასალებით დატვირთული. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კურსის განმავლობაში იყო სოციალური მედიის ტრენდებზე მუშაობა, მუდმივი ძიება და სოციალური მედიის სიახლეების ანალიზი. ყოველი ლექცია სწორედ ამ სიახლეების ანალიზს ეთმობოდა, რამაც ბევრი ახალი და საინტერესო საკითხების აღმოჩენის შესაძლებლობა მომცა. პირველ რიგში, იმის, თუ რას შეიძლება დაეფუძნოს კონტენტი, როგორ ქმნიან რეკლამას კრეატიული ინდუსტრიები, რა სიახლეებს გვთავაზობენ ბრენდები, როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი სოციალური მედიის მარკეტინგში და ა.შ. კურსის განმავლობაში ისეთ საკითხებზეც ვამახვილებდით ყურადღებას, როგორიცაა სოციალური მედიის პოსტერის ზომა, ვიდეო კონტენტისა თუ ქოფის ზომა, keyword-ების გამოყენების საჭიროება და ა.შ. დავალებები იყო ინფორმაციული, მრავალფეროვანი და საშუალებას გვაძლევდა, მუდმივად მოგვეძიებინა, გვენახა, გვეფიქრა და ანალიზი გაგვეკეთებინა. ალექსანდრას დამოკიდებულება, მხარდაჭერა და ინდივიდუალური შეფასებები დამეხმარა, სწორი მიმართულებით წამეყვანა პერსონალური ბრენდის სტრატეგია.

მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ

ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო ერთი დიდი თავგადასავალი. მე, როგორც ვთქვი, პერსონალური ბრენდის სოციალურ მედია სტრატეგიაზე ვმუშაობდი და კიდევ უფრო ჩავუღრმავდი, რა მიმართულებით მსურდა განვითარება, რა გამოწვევები მაქვს, ვინ არიან ჩემი კონკურენტები და როგორ ვქმნი კონტენტს, რომელიც ჩემ მთავარ სათქმელსაც იტყვის, ჩემ უნიკალურობასაც გამოკვეთს და ამავდროულად, შესაძლებლობას მომცემს ჩემ აუდიტორიას ვესაუბრო, თანმიმდევრული და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ვიყო. ფინალური ნაშრომის განხილვა განსაკუთრებით საინტერესო პროცესი იყო, რადგან მიმახვედრა, რამდენი რამ უნდა გააკეთო სოც. მედია მენეჯერმა შენი გვერდისთვის, რომ მეტი ადამიანი დააინტერესო იმ პროდუქტითა თუ მომსახურებით, რომელსაც ასე გულმოდგინედ ქმნი.

როგორ იყენებ კურსის განმავლობაში მიღებულ ცოდნას? 

კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა, საკუთარი პერსონალური ბრენდის სოც. მედია გვერდების მართვაში მეხმარება ყოველდღიურად. ფინალურ პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას და ლექტორის შეფასებას ამჟამინდელი კონტენტის შექმნისთვის ვიყენებ.

რით არის გამორჩეული სოციალური მედია მარკეტერის პროფესია?

სოციალური მედია მარკეტერი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად იკვლევს თანამედროვე ტრენდებს, კარგად გრძნობს საკუთარი აუდიტორიის საჭიროებებს და მათთვის საჭირო მომსახურებას, თუ პროდუქტს ქმნის. ამ ადამიანს სჭირდება კარგი კვლევითი უნარები, აუდიტორიის და მათი საჭიროებების ცოდნა და ასევე მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ.

სმარტ აკადემია ჩემთვის სახლთან, ზრდასთან, განვითარებასთან და მხარდაჭერასთან ასოცირდება. ვიცი, როგორი ემოციური შრომაა თითოეულ სტუდენტთან კომუნიკაცია, მათი უპირობო მხარდაჭერა და ზრუნვა. ამიტომაც, ვაფასებ ყველაფერ იმას, რასაც პროექტის მენეჯერები აკეთებენ. ალექსანდრაზე კი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ პროფესიონალის გარდა მუდმივად მხარდამჭერი, კეთილი და დადებითია. თითოეული შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ემზადება და იცი, რამდენ სიყვარულს, ზრუნვას და შრომას დებს. ლექციებსაც და პრეზენტაციებსაც ეტყობა, როგორ უყვარს მისი საქმე და როგორ უციმციმებს თვალები, როდესაც სოციალურ მედია მარკეტინგზე საუბრობს. სიამოვნებით ვურჩევდი ამ კურსს ჩემ ნებისმიერ მეგობარს, ვისაც ამ პროფესიაში სურს დახელოვნება, ან პერსონალური ბრენდის შექმნა სურს.


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, შემოგვიერთდი კურსზე:

სოციალური მედია მარკეტინგი


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები