0
მენიუ
banner banner

IT პროექტების მართვა & AGILE გუნდის ფასილიტაცია - ნინო ურუშაძე კურსის შესახებ

IT პროექტების მართვა & AGILE გუნდის ფასილიტაცია - ნინო ურუშაძე კურსის შესახებ ნინო ურუშაძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

 

როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

კურსზე ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით მოვიძიე.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა?

კურსის დაწყებამდე ვიყავი პროექტების მენეჯერი. ახლა კი, IT რაკურსით ვარ დაინტერესებული.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ჩემთვის ყველაზე საინტერესო scrum - მოდული იყო. 

გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

ნინო ძალიან დადებითად მინდა დავახასიათო, მოტივირებული და ენერგიული ტრენერია. მაქსიმალურად იხარჯებოდა ყოველი ლექციის მსვლელობისას და ჩართვებს შორის მუდმივად იყო კომუნიკაციაში სტუდენტებთან. სასწავლო მასალა კარგად იყო გადანაწილებული და ადვილად ასათვისებელ კომპონენტებად დაყოფილი.

რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?

კურსის განმავლობაში არანაირი სირთულე არ შემხვედრია.

კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას? 

დიდი იმედი მაქვს, რომ შევიცვლი პროფილს და მალევე გამოვიყენებ კურსზე მიღებულ ცოდნას. ამ მიზნით გადავემზადე და ძალიან მინდა გამართლდეს მოლოდინები.

რას ურჩევდი მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს კურსზე დარეგისტრირებას?

მათ, ვისაც ზოგადად სწორი მართვა და მენეჯმენტი მიაჩნიათ მოწოდებად, ამ კურსით გაიღრმავებენ ცოდნას და მეტ სპეციფიკურ ინფორმაციას მიღებენ.

როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

პროცესი იყო ყველანაირად გამართული და ეს შეიმჩნეოდა. მუდმივი ჩართულობის და ხარისხის კონტროლის ფონზე ძალიან სასიამოვნო იყო კურსში მონაწილეობა.

IT პროექტების მართვისა & AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები