ყველაზე გავრცელებული HR შეცდომები I როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან?
HR მენეჯმენტი კომპანიის წარმატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. მიუხედავად იმისა, რომ HR მენეჯერები ხშირად თავიანთ მოვალეობებს სწორად ასრულებენ, ისინი მაინც უშვებენ გარკვეულ შეცდომებს, რომლებმაც კომპანია შეიძლება დააზარალოს. ბლოგში განვიხილავ, თუ რა შეცდომებს უშვებენ HR მენეჯერები და როგორაა შესაძლებელი მათი თავიდან არიდება.
კომუნიკაცია
HR მენეჯერი ზოგჯერ ვერ უზრუნველყოფს მკაფიო და ეფექტურ კომუნიკაციას თანამშრომლებთან. არასწორმა კომუნიკაციამ, არასწორად გაგებულმა ინფორმაციამ კი შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს კომპანიაში.
როგორ მოვიქცეთ სწორად:
HR მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ შეხვედრებს. უკუკავშირის დაბრუნება თანამშრომლებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის აუცილებელი ნაწილია.
კანდიდატების შერჩევა
არასწორი კანდიდატის შერჩევა ბიზნესს ზარალს აყენებს. ეს შეცდომა შეიძლება მოხდეს, თუ HR მენეჯერი არ იყენებს შესაბამის კრიტერიუმებს ან არ უზრუნველყოფს სრულფასოვანი გასაუბრების ჩატარებას.
როგორ მოვიქცეთ სწორად:
HR მენეჯერმა უნდა გამოიყენოს ყველაზე ეფექტური შერჩევის პროცესი, რომელიც მოიცავს გასაუბრებებს, ტესტებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის გზებს. კანდიდატების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი პროფესიული უნარები, ღირებულებები და კომპანიის კულტურასთან შესაბამისობა.
თანამშრომელთა განვითარება
ზოგიერთი HR მენეჯერი არ უზრუნველყოფს ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებს თანამშრომლებისთვის. რაც ამცირებს, როგორც თანამშრომლების მოტივაციას, ასევე კომპანიის ზრდის შანსებს.
როგორ მოვიქცეთ სწორად:
HR მენეჯერმა უნდა დასახოს თანამშრომელთა განვითარების და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების გეგმები. თანამშრომლებისთვის რეგულარული ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ბაზრის კვლევა
ზოგიერთი HR მენეჯერი ხშირად არ ახორციელებს ბაზრის სათანადო კვლევას ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამან კი შესაძლოა თანამშრომელთა უკმაყოფილება და მათი სამსახურიდან წასვლა გამოიწვიოს.
როგორ მოვიქცეთ სწორად:
HR მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს, რომ ანაზღაურება და ბენეფიტები შეეფერებოდეს ბაზრის მოთხოვნებსა და თანამშრომელთა პერფორმანსს. აუცილებელია, რომ HR-ს ჰქონდეს თანამშრომელთა შეფასების ეფექტური სტრატეგია.
დასკვნა
ეფექტური HR სტრატეგია კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფს. როდესაც HR მენეჯერი შეცდომებს უშვებს, ეს გავლენას ახდენს, როგორც თანამშრომლებზე, ისე კომპანიის რეპუტაციასა და მის პოზიციონირებაზე ბაზარზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია HR მენეჯერს ჰქონდეს სწორი ცოდნა და პრაქტიკული უნარები. ამ ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად საუკეთესო გზაა HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის გავლა, რომელიც მოგცემთ პრაქტიკულ ცოდნას და დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ყველა ეს მნიშვნელოვანი შეცდომა.