0
მენიუ
banner banner

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი - პირველი ნაწილის შეფასება

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტი - პირველი ნაწილის შეფასება

10 ოქტომბერს დავიწყეთ ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტის კურსი. ამ  კურსის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს, რადგან მისი დიდი ნაწილი აწყობილია პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს შოურომებში ექსკურსს, სადაც სტუდენტები გაეცნენ მასალების, როგორც ხარისხს, ასევე შემადგენლობასა და მოხმარების წესებს და რეალურ სამუშაო გარემოში გასვლას, სადაც სტუდენტებმა ჩაატარეს აზომვითი სამუშაოები, გაეცნენ კონსტრუქციულ ელემენტებს და მიმოიხილეს დიზაინ-პროექტირების ეტაპები.


გიზიარებთ სტუდენტების უკუკავშირს კურსის მიმდინარეობასა და მათი პირველადი მოლოდინების შესახებ:

“თითოეული ლექცია ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო სივრცის ზონირების თემა. ვფიქრობ, მაქსიმალურად ვიყენებთ დროს და ყოველ ჯერზე გვიმაღლდება მოტივაციაც. ინფორმაციის დამახსოვრებაც ბევრად მარტივია, როდესაც საშუალება გვაქვს ყველაფერი რეალურ სივრცეში ვნახოთ.”

“განვლილი ეტაპით კმაყოფილი ვარ. მივიღეთ ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც უშუალოდ გვჭირდება. ასევე დასაფასებელია ლექტორების მონდომება, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს გადმოგვცემენ და აქვთ მიზანი, რომ გააჯანსაღონ ბაზარი, რაც ვფიქრობ, იშვიათია. ჩემთვის ყველაზე საინტერესო საკითხები იყო - ანკეტა, კლიენტებთან ურთიერთობა და კონტრაქტი, ასევე ძალიან მომწონს შოურუმების ნაწილი.”

“კურსს შევაფასებდი 10-დან 10 ქულით. ყველა თემა თანმიმდევრული და ძალიან საინტერესო იყო.”

“ძალიან კმაყოფილი ვარ. კურსში არაფერს არ შევცვლიდი, რადგან მასალა მრავლისმომცველი და საინტერესოა. ყველაზე საინტერესო თემა კი, ჩემთვის “ზონირება” იყო.”

“ძალიან კმაყოფილი ვარ, თითოეული ლექტორი მთელი გულით არის ჩართული ჩვენს განვითარებაში, ვაფასებ მათ გულწრფელ შრომას, მათი დამსახურებაა ჩვენი მოტივაციის მუდმივი ზრდა. გამივლია ბევრი კურსი, მაგრამ სმარტ აკადემიაში პირველად დავინახე ის, რომ ლექტორები მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ მუშაობენ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანში დასრულდება ლექცია, მთავარია ყველამ ყველა კითხვაზე მივიღოთ ამომწურავი პასუხები. ამისთვის კი, მადლობას ვუხდი მათ. ყველა თემა განსაკუთრებული და საინტერესო იყო ჩემთვის, ამიტომ მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ ბატონი დავითის ობიექტზე აზომვების ჩატარება, და ამ ყველაფრის პროგრამაში გადატანა იყო განსაკუთრებულად საინტერესო. ასევე მისი დამკვეთებთან მოგროვებული გამოცდილებების ჩვენთვის გაზიარება. ვიგრძენი, რომ ეს საქმე არის ის, რაც მინდა რომ მთელი ცხოვრება ვაკეთო. ჯერ ყველაფერი წინ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ რთული არაფერია და სმარტ აკადემიის გუნდის წყალობით ყველაფერი მარტივად ჩაივლის. ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და აუცილებელი იყო ჩვენი თითოეული გასვლა, რადგანაც ყველაფრის რეალობაში უფრო დეტალურად განხილვა, შეხება და დანახვა უფრო გვიმარტივებს წარმოვიდგინოთ სად რისი გაკეთება შეიძლება.”

“მოლოდინებს გადააჭარბა ამ კურსმა და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი მსგავსი ემოცია გველოდება წინ. ყოველი ლექცია საინტერესო იყო, თუმცა გამოვარჩევდი დავით კავლელაშვილის ლექციას ინტერიერის შიდა დეტალებზე.”


გვსურს გაწეული შრომისა და აქტიურობისთვის მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სტუდენტს, რომელიც ჩაერთო ჩვენს ახალ სასწავლო პროგრამაში. 

ინტერიერის დიზაინისა და მენეჯმენტის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, მოასწარი რეგისტრაცია.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები