რატომ უნდა ისწავლო IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია
დღეს, ტექნოლოგიების სფეროში წარმატების მისაღწევად, მხოლოდ ტექნიკური უნარების ქონა საკმარისი აღარ არის. კომპანიები ეძებენ ლიდერებს, რომლებიც შეძლებენ პროექტების ეფექტურად მართვას და გუნდის მოტივაციას. IT პროექტების მართვისა და Agile ფასილიტაციის განახლებული კურსი კი, გაძლევს საშუალებას გახდე IT პროექტების მენეჯერი და განივითარო ფასილიტატორის აზროვნება, რომელიც ახლა ასეთი მოთხოვნადია.
კურსის დასრულების შემდეგ გეცოდინება და შეძლებ:
- პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და საფუძვლები
- ციფრული პროექტების ინიცირების და განვითარების ტიპები
- ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები
- პროექტის მენეჯერის და პროექტში ჩართული სხვადასხვა როლების ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- Agile-ს ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა მეთოდოლოგიები
- ციფრული პროექტების შექმნა Waterfall, Scrum-ის გამოყენებით
- Agile მეთოდოლოგიებს შორის განსხვავება
- პროექტის შექმნისა და განვითარების გეგმების შემუშავება
- პროექტის შეფასების ტექნიკა
- პროექტის შექმნის პროცესში პროექტის მართვის Agile ან Waterfall მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობა
- პროექტის განვითარების გეგმის შედგენა და შესრულების ვადების მართვა
- პროექტის მართვისთვის სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება
- შეხვედრების პროცესების სწორად წარმართვა
- ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ტერმინების გამოყენება
- ციფრული პროდუქტის დეველოპმენტის ყველა ფაზის სწორი მართვა
- ციფრული პროდუქტის მხარდაჭერა, რისკების და ცვლილებების მართვა, ტესტირების და დეფლოიმენტის მეთოდოლოგიები
- Scrum-ის ყველა ძირითადი ღონისძიების, არტეფაქტების სრულყოფილად გამოყენება და შედეგად სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა
- თანამშრომლობითი შეხვედრების ხელშეწყობა
- შეხვედრის მომზადება და წარმართვა
რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია?
დღესდღეობით, IT სექტორში პროფესიონალების დეფიციტი იგრძნობა, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც პროექტების მართვაშია კომპეტენტური. მსოფლიოში თითქმის ყველა ორგანიზაცია ეძებს პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ პროექტების სტრატეგიულ მართვას, ბიუჯეტირებას, რისკების ანალიზს და გუნდთან ეფექტურ თანამშრომლობას.
ტრადიციული პროექტების მართვისგან განსხვავებით, AGILE მეთოდოლოგია მოქნილობასა და გუნდურ მუშაობაზეა ფოკუსირებული. ამ მეთოდოლოგიის ცოდნა საშუალებას გაძლევს სტრატეგიული გადაწყვეტილებები მომხმარებლის მოთხოვნებს სწრაფად მოარგო.
საბოლოო ჯამში, IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია გახდა ბიზნესის წარმატების აუცილებელი ნაწილი, რაც ამ პროფესიაზე დიდ მოთხოვნას განაპირობებს.
ვინ გასწავლის?
- ნინო ძამაშვილი არის საერთაშორისო კომპანია Quantori-ს Senior IT Project/Delivery Manager, Senior Scrum Master, Agile Coach, Facilitator, Trainer. არის PSM I და PSM II-ის მფლობელი, ასევე არის ლიცენზირებული ფასილიტატორი
- ნინოს აქვს 11+ წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიებში პროექტების მართვის მიმართულებით, მისი მიმართულებებია BioTech, Life Science, FinTech, Banking, სახელმწიფო სერვისები
- ხელმძღვანელობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების პროექტებს და პარალელურად ატარებს ტრენინგებს პროექტების მართვაზე, ეჯაილ მეთოდოლოგიებზე, ეჯაილ გუნდის ფასილიტაციაზე