"მონაცემთა ანალიტიკისა და BI დეველოპმენტის კურსმა სრულიად გაამართლა ჩემი იმედები"
ნინო მაკიევმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ?
მე გახლდით ხარისხის მართვის სპეციალისტი ერთ-ერთ აუთსორსინგ კომპანიაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვფიქრობდი ახალი პროფესიის დაუფლებას და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი, რამაც ჩემი დიდი ინტერესი გამოიწვია. თვეების განმავლობაში ვეძებდი ისეთ კურსს, რომელიც საფუძვლიან ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას მომცემდა ამ მიმართულებით, სწორედ ამ ძიების დროს აღმოვაჩინე სმარტ აკადემია. რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებას კურსის შესახებ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლექტორის პროფესიონალიზმი, გადმოცემის უნარი და საქმისადმი სიყვარული. მონაცემთა ანალიტიკისა და BI დეველოპმენტის კურსმა სრულიად გაამართლა ჩემი იმედები.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
კურსის ფარგლებში მე შევისწავლე მონაცემების ამოღება, დამუშავება, გაწმენდა, ეფექტური და ოპტიმიზირებული კოდის წერა SQL-ში. ასევე მონაცემების ანალიზი, რეპორტინგი და ვიზუალიზაცია Power BI - ის მეშვეობით. კონკრეტულად რომელიმე ლექციის გამოყოფა მიჭირს, რადგანაც ყოველი შემდეგი ლექცია წინაზე უფრო საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ
საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული, პროფესიონალი გადმოცემის საუკეთესო უნარით, რომელიც ურთულეს ამოცანასაც კი, მარტივად გასაგებს ხდის.
რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?
გამოვყოფდი რამდენიმე ასპექტს: პირველი რიგში, ჭკვიანურად და კარგად შედგენილ კურსს, რამაც მომცა საშუალება ნულიდან დამეწყო და საფუძვლიანი ცოდნა მიმეღო; ლექტორის პროფესიონალიზმს, და სალექციო საათებს.
კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას
ჩემი დიდი სურვილია ამ მიმართულებით დასაქმება და აქტიურად ვეძებ სამსახურს, რაშიც მჯერა, რომ სმარტ აკადემია დამეხმარება.
გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემიას აქვს გონივრულად შედგენილი, მიზანმიმართული კურსები და ჰყავს პროფესიონალი ლექტორები, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს მისთვის სასურველი და საინტერესო პროფესიის შესახებ.
თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:
მონაცემთა ანალიტიკა და BI დეველოპმენტი