0
მენიუ
banner banner

სოც. მედია მარკეტინგი - კურსის შეფასება

სოც. მედია მარკეტინგი - კურსის შეფასება

კურსის განმავლობაში სტუდენტებმა შეისწავლეს სოციალური მედიის არხების დამოუკიდებლად მართვა, კონტენტისა და რეკლამის დაგეგმვა და აღსრულება, კომპანიის საჭიროებების განსაზღვრა სოციალური მედიის მიმართულებით, სოციალური მედიის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა და მისი განხორციელება. შეძენილი გამოცდილებით, თითოეულ მათგანს შეუძლია დაიწყოს კარიერა დამწყები სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების შეფასებები და გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე უკუკავშირი:

“კურსმა სრულიად გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს, ძალიან კმაყოფილი ვარ შესწავლილი მასალით. პრაქტიკული დავალებებზე დაყრდნობით მიღებული ცოდნით, მომემატა თავდაჯერებულობა, რომ ნამდვილად გავართმევ თავს ამ სფეროში მოღვაწეობას. ნათია თავისი საქმის პროფესიონალია, იდეალურად ხსნის მასალას და ამომწურავად პასუხობს ნებისმიერ კითხვას. ძალიან უშუალო და საინტერესო ლექტორია. ძალიან მომწონს სმარტ აკადემიის აქტიურობა სოციალურ პლატფორმებზე, მომხმარებლებთან სწრაფი და ადეკვატური ინტერაქცია, შესაბამისად, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მსგავს თანამედროვე, უშუალო და განვითარებაზე ორიენტირებულ აკადემიასთან კიდევ”

“კურსმა 100%-ით გაამართლა ჩემი იმედები, ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე. ნათია დეტალურად გვიხსნიდა ყველაფერს და ამომწურავ პასუხებს გვცემდა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ყოველთვის გვეხმარებოდა. ჩემს ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ და სხვა ადამიანებსაც ვურჩევ კურსის შეძენას”

“ნათია არის აღმოჩენა სოც. მედიის სამყაროში ქართულ ბაზარზე. მისი საუბარი, ახსნა, მეტყველება, არის ის, რაც პროფესიონალს სჭირდება. თუკი სხვა კურსზეც იქნება, რომც არ ეხებოდეს ჩემს სფეროს, ნათიას გამო, მზად ვარ გავიარო”

“ლექტორის დამსახურებით მივიღე ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია, გავიღრმავე ცოდნა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო სრულიად გასაგები და საინტერესოდ გადმოცემული. ლექტორი, მართლაც, ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ამომწურავად გაეცა ჩვენს კითხვებზე პასუხები. ყოველი ლექცია იყო პროდუქტიული”

“ნათია ზარნაძის წყალობით, შევძელი მარტივად ამეღო ალღო ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო პროფესიისთვის. დროული უკუკავშირი, ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი ნათიას ძლიერი მხარეა. მადლობა სმარტ აკადემიას, რომ მომცა შანსი მცირე დროში დავუფლებოდი ახალ საქმიანობას. მთელი კურსი საინტერესოდ მიმდინარეობდა ჩემთვის, ეს ნათიას დამსახურებაა. უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან ლექტორს და სმარტ აკადემიას”

“კურსი გამართული იყო ტექნიკურად და შინაარსობრივად. ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე. ნათია ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, ვისთანაც შეხება მქონია. თავის საქმის უბადლო მცოდნე და საოცარი გადმოცემის უნარით დაჯილდოებული ადამიანი. სმარტ აკადემიასთან ჩემი პირველი თანამშრომლობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ სიამოვნებით გავაგრძელებდი. აქამდე დაბნეული ვიყავი, თუ სად რომელ სფეროში მსურდა ჩემი თავის მოსინჯვა. ახლა ვიცი, რომ ჩემი ადგილი ციფრული მარკეტინგის სამყაროშია და იქნება ეს სოციალური მედია მარკეტინგი, თუ სხვა მონათესავე პროფესიები, ჩემს ცოდნას კიდევ უფრო გავიღრმავებ”

“ლექტორი, მართლაც რომ საკუთარი საქმის პროფესიონალია, ის ამომწურავად პასუხობდა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს და საინტერესოდ ხსნიდა სალექციო მასალას. ასევე, უკუკავშირსაც ძალიან სწორად და შესაბამისად გვაძლევდა. უდიდესი პატივისცემა და სიყვარული მას ჩემგან”

“სმარტ აკადემია არის იდეალური. ლექტორმა უმოკლეს დროში აგვათვისებინა და შეგვასწავლა ყველა პუნქტი, დაუზარლად სცემდა ყველა კითხვას პასუხს, იქამდე, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ნამდვილად გავიგეთ. მოკლედ, უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან. აუცილებლად ვაპირებ სხვა კურსების გავლასაც სმარტ აკადემიაში”

“კურსი იყო თანმიმდევრული და ორგანიზებული, რაც გვიადვილებდა სწავლის პროცესს. ლექტორისაგან გვქონდა მუდმივი უკუკავშირი. ინტენსიური ქვიზები კი, საშუალებას გვაძლევდა განგვემტკიცებინა ცოდნა. ნათია არის კომპეტენტური, მოწესრიგებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, გულისხმიერი და ორგანიზებული”

“სმარტ აკადემიასთან აუცილებლად გავაგრძელებ კიდევ თანამშრომლობას. კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით და ლექტორით, რომელიც ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობდა და საინტერესოდ გვიხსნიდა ახალ მასალას. არაერთი კურსის გავლა მაქვს გეგმაში, საუკეთესოები ხართ”

გვსურს გაწეული შრომისა და აქტიურობისთვის მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სტუდენტს, რომელიც ჩაერთო ჩვენს სასწავლო პროგრამაში.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე მიღება 2025 წლის პირველ ჯგუფში მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, მოასწარი რეგისტრაცია.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები