სანამ კურსს იყიდი - სმარტ აკადემიაში შავი პარასკევის კვირეული დაიწყო!
ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება ინფორმირებული არჩევანით იწყება, ამიტომ სანამ ახლის სწავლას და რაიმე კურსის შეძენას გადაწყვეტ, აუცილებელია, კარგად შეაფასო შენი უნარები, ინტერესები და მომავლის გეგმები.
ახალი საქმის დაწყებამდე ან პროფესიული განვითარების გზის დასახვამდე, მნიშვნელოვანია, გულდასმით შეაფასო შენი მიზნები და შესაძლებლობები, რათა გადაწყვეტილების მიღებამდე გონივრული არჩევანი გააკეთო.
სწორი ინფორმაციის მოძიება და გააზრება საშუალებას გაძლევს, თავიდან აიცილო გაუაზრებელი არჩევანის შედეგები, რაც ხშირად უკმაყოფილებას ან დროისა და რესურსების დაკარგვას იწვევს.
როდესაც შენი არჩევანი შენს საჭიროებებზე, ინტერესებზე და შესაძლებლობებზეა მორგებული, უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული ხარ შედეგის მისაღწევად.
სწორედ ამ ღირებულებას ეხმიანება, სმარტ აკადემიის შავი პარასკევის კამპანია “სანამ კურსს იყიდი”.
ამ კამპანიის ფარგლებში გთავაზობთ:
უფასო კარიერული კონსულტაცია


თუ დარწმუნებული არ ხარ, რომელი პროფესია შეესაბამება შენს უნარებს, მაშინ ჩვენი გამოცდილი კარიერული კონსულტანტები დაგეხმარებიან:
? უკეთ გაიაზრო შენი ინტერესები;
? შეარჩიო პროფესია, რომელიც შენთვის საინტერესო და სარგებლის მომტანი იქნება;
? გააკეთო ინფორმირებული არჩევანი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებს.
რატომ არის კარიერული კონსულტაცია მნიშვნელოვანი?
პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელსაც საკუთარ თავში დებ. სწორედ ამიტომ, წინასწარი დაგეგმვა და პროფესიონალებთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რათა თავიდან არიდო შეცდომები და დროის უშედეგო ხარჯვა.
როგორ დავჯავშნო ვიზიტი?
? ეწვიე სმარტ აკადემიის ვებგვერდს
? დააჭირე ბანერს - უფასო კარიერული კონსულტაცია
? აირჩიე შენთვის მოსახერხებელი დრო და ფორმატი
? დაჯავშნე ვიზიტი კალენდარზე
? გაიარე უფასო კარიერული კონსულტაცია
35%-მდე ფასდაკლება ყველა კურსზე
გადაწყვეტილება მიღებულია? ახლა მოქმედების დროა!შავი პარასკევის კვირეულში სმარტ აკადემია გთავაზობს 35%-მდე ფასდაკლებას ყველა კურსზე. არ დაკარგო შანსი, შეიძინო სასურველი კურსი 5 დეკემბრის ჩათვლით!
50%-იანი ფასდაკლება ერთგული სტუდენტებისთვის
სმარტ აკადემიაში, ერთგული სტუდენტებისთვის ნამდვილი შავი პარასკევი მოვიყვანეთ.თუ უკვე ხარ სმარტ აკადემიის სტუდენტი, მაშინ შეგიძლია 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლო, შენს მიერ შერჩეულ ნებისმიერ კურსზე,
თუმცა გაითვალისწინე, რომ შეთავაზება იმოქმედებს მხოლოდ 1 დღით, 29 ნოემბერს. ადგილები შეზღუდული იქნება, ამიტომ ნუ დააყოვნებ!
გამოიყენე ეს შესაძლებლობა და დაგეგმე შენი პროფესიული გზა სმარტ აკადემიასთან ერთად!